• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბილაინმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში, უკრაინის წითელი ჯვრის მხარდასაჭრად 100,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა

კომპანია აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას

ალია ავტორი - ალია
13:51 03-24-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,477

 

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, მობილიური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის პირველივე დღიდან მხარდაჭერას უცხადებს და გვერდში უდგას უკრაინელებს. რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, უკრაინაში მყოფ ბილაინის მომხმარებლებს კომპანია როუმინგში ინტერნეტს საჩუქრად აძლევს.

ბილაინის ქსელიდან უკრაინის მიმართულებით SMS შეტყობინებები და ზარები როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ტელეფონებზე უფასოა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ნომერზე 16222 ბილაინიდან ზარის შედეგად გაკეთებული შემოწირულობა სრულად გადაეცემა წითელ ჯვარს, რომელიც თავის მხრივ დახმარებას უწევს უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას.

დამატებით, დღეს ბილაინმა, კომპანიის სახელით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში 100,000 ლარი შემოწირულობის სახით  განახორციელა, უკრაინის წითელი ჯვრისთვის. ბილაინის თანამშრომლების პირადი შემოწირულობებით კი შეძენილ და გაგზავნილ იქნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინიდან მომავალი ლტოლვილებისთვის პოლონეთის საზღვარზე.

 

„ამ უმძიმეს დროს, ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა გვერდში დავუდგეთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი უკრაინის მოსახლეობას და დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია. პირველ რიგში ეს ეხება ჩვენი მომსახურების მიწოდებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და მეორე – ჰუმანიტარული, მათ შორის ფინანსური დახმარების გაწევა. სამწუხაროდ, ომის შედეგად მხოლოდ იმატებს უკრაინელების რიცხვი, ვისაც საკვებით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით მხარდაჭერა ესაჭიროება, ამდენად თითოეულ შემოწირულობას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით უკრაინის გვერდში და ვუსურვებთ, რომ ომი მალე დასრულდეს“, – განაცხადეს ბილაინში. 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 217 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით.

მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

 

თეგები: ბილაინივიონი ჯგუფირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved