• რეკლამა
  • კონტაქტი
02:12, ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხულო იცით, ალბათ, ხომ, იქიდან ვარ, ტყეები და მთებია ირგვლივ, სულ ცაში ვიყურებოდი, ახლა კი ცაში აღარ ვიყურები” – 57 წლის ქართველი მოხალისე უკრაინაში

ალია ავტორი - ალია
01:09 03-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29,645

ფოტო – ბათუმელები

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში, 57 წლის ნადიმ ხმალაძე, რომელიც ახლა უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ამბობს:

 

მე ხულოდან ვარ წარმოშობით, 42 წელია თბილისში ვცხოვრობ და ბიზნესიც მაქვს, თუმცა ბოლო ერთი წელი საქართველოში ანტისაოკუპაციო ხაზთან გავატარე. 365 დღე, ყოველდღე ვპატრულირებდი.

ჩემი იქ ყოფნაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ყოველდღე ვართ ბრძოლაში რუს ორკებთან, ფაშისტებთან, საქართველოში და აქ, უკრაინაშიც. წამოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ომი საქართველოს ომია. თუ უკრაინა გადარჩა, გადარჩება საქართველოც. თუმცა ერთ პროცენტსაც არ ვუშვებ, რომ უკრაინა ამ ომში დამარცხდება. რუსეთი უკვე დამარცხებულია.

საბჭოეთისა და რუსი ოკუპანტების მიმართ ბავშვობიდანვე სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა. მამაჩემი ბიბლიოთეკარი იყო და ხშირად მოჰქონდა სახლში დისიდენტური ლიტერატურა. მე ამ წიგნებიდან ვიგებდი სიმართლეს, ამიტომ რუსულ ჯარში წასვლაზე პროტესტი გამოვაცხადე და იცით, რომ იმ დროს ძალიან ძნელი იყო უარის თქმა.

პროფესიით ნახევრად ავიაინჟინერი ვარ, რადგან ბოლო კურსზე მივატოვე და ეკონომიკურზე გავაგრძელე სწავლა. 90-იანებში ზურგში ვიყავი და პატარა საბრძოლო გამოცდილებაც მივიღე, ოკუპაციის ხაზზე ერთწლიანმა სადაზვერვო სამსახურმაც გამოცდილება მომცა.

ინტერნაციონალური ლეგიონი ვართ, აქ მოხალისეები მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან შემოგვიერთდნენ, 35 ქართველი კი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრია. ჩვენი ჯგუფის წევრი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი დათო რატიანიც, რომელიც ახლახან დაგვეღუპა.

დავალებაზე ვიყავით გასული, შეტაკება გვქონდა ფაშისტებთან. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, 4 ჯავშანტრანსპორტიორი გავუნადგურეთ. აქედან ერთი ე.წ „კამანდირსკი“ ჯავშანტრანსპორტიორი ყოფილა და ძალიან გამწარდნენ ოკუპანტები. გავანადგურეთ როგორც ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც. ისინი ჩვენთან პირდაპირ ბრძოლებში ვერ შემოდიან, ძალიან მშიშრები არიან, მათ მხოლოდ ერთი – ანტიჰუმანური, არაადამიანური ომის წესი აქვთ და ჰაერიდან ანადგურებენ ყველაფერს. საზენიტო ტყვიამფრქვევებით გვიშენენ.

უკრაინაში ხშირად ვმოგზაურობდი, ჩემი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე. ულამაზესი, პატარა ქალაქი იყო ირპენში, რომელიც ახლა ორადაა გაყოფილი, ნაწილი რუსების კონტროლის ქვეშაა. ქალაქი ყოველდღე იბომბება, აფეთქებულია ხიდი. იცით, როგორ გამოიყურება სახლები? როცა ვუყურებ 16-სართულიან შენობებს, ვამჩნევ, რომ ამორჩევით აქვთ ბომბები ნასროლი.

ზუსტად იქ, სადაც პატარა ბავშვები, მოხუცები, ქალები, მშვიდობიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, პირდაპირ ფანჯრებში აქვთ ნასროლი. გული მოგიკვდება.

საგანგებოდ აკეთებენ ამას, ხალხის დემორალიზებისთვის, იმისთვის, რომ პანიკა დათესონ. ჰგონიათ, რომ ამით დააშინებენ უკრაინელებს, თუმცა ამ ხალხს რომ ვუყურებ, ერთი წამითაც ვერ ვხედავ მათ თვალებში და სახეზე შიშს.

ისინი არიან მოტივირებული და იციან, რომ ამ ომს რუსეთი წააგებს.

ჩვენ სამხედრო მისია გვაქვს და ხალხთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. მივდივართ დავალებაზე და ვბრუნდებით ბაზაზე. სადაც ჩვენ ვართ, ფაქტობრივად, იქ დაცარიელებულია ქალაქი, იშვიათად თუ დაინახავ ქალაქში მოძრავ ადამიანებს.

საკვებს, ჩაცმას და შეიარაღებას რაც შეეხება, ნატოს სტანდარტებითაა.

გვყავს კანადელები, ამერიკელები, ფრანგები, პორტუგალიელები, იმ დღეს ფრანგი დაიჭრა და როცა დათო რატიანს გამოჰყავდა, მაშინ მოუსწრო ტყვიამ. არიან ისრაელიდან, ესპანეთიდან და მაროკოდანაც. ასევე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი თანამებრძოლი თურქები, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ, ირპენიდან ჩვენი დაღუპული ქართველი მებრძოლების გამოყვანაში.

ირპენში არის ორი ადგილობრივი ქართველი, რომლებმაც ორი კადიროველი სნაიპერის შაშხანით გაანადგურეს. ვიცით, რომ ამის გამო კადიროველები ძალიან გამწარებული არიან. პირისპირ შეჯახება მათ წევრებთან არ გვქონია.

რუსების ტანკების ნახევარი ტყეებში ყრია. თანამედროვე აღჭურვილობიდან ყველაზე აქტიურად კამიკაძე დრონებს იყენებენ. ბევრი დრონი დაფრინავს ჩვენს თავზე. ამის აფეთქების შემდეგ ძლივს გადაგვირჩა ჩვენი ქართველი მებრძოლი. შემდეგ ვეხუმრებოდი ხოლმე, კამიკაძე დრონებსაც ისხლეტ-თქო.

ჩვენი ოპერაციები ძირითადად ტყე-პარკის ტერიტორიაზე მიდის. აი, ახლა, როცა გესაუბრებით, ამ წუთშიც განგაშის სიგნალი ჩაირთო, იმედია, ჩვენ არ აგვაფეთქებენ.

საქართველოდან ბევრი მწერს, ამ დროს ცრემლი მადგება ხოლმე, რადგან ძალიან თბილი წერილები მომდის. ოჯახის წევრების განწყობაც არის საბრძოლო.

წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი. ვტირი ჩემი მეგობრის დათო რატიანის გამო, როცა მასზე ვსაუბრობთ ან როცა მის რომელიმე ნივთს შევხედავ. ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. ბავშვივით გული ჰქონდა, ჩემი სვანი ძმა…

ვტირი იმ ვიდეოს გამო, რომელიც დაბომბილ ქალაქში გადავიღე და ახლაც ტელეფონში მაქვს და ხშირად ვუყურებ.

უკრაინელებს ძალიან უყვართ ქართველი ხალხი, მაგრამ არ ენდობიან ხელისუფლებას.

ვფიქრობ, ისინი ლუსტრირებული არიან – საქართველოს ხელისუფლება მეორე მხარეს დადგა. მაგრამ გვამხნევებს ის, რომ ქართველების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ჩვენს ბრძოლას. ჩვენი მომავალი ახლა ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ყველა უნდა გამოვიდეს და თავისი სათქმელი თქვას, თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გავქრებით ისედაც გამქრალი რადარებიდან და ბელარუსის ბედს გავიზიარებთ.

პირდაპირ გეტყვით, ცას არ ვუყურებ. თუ ჭურვი შენკენ მოდის, მაინც ვერაფერს მოასწრებ, ვერ გაასწრებ.

მე დიდი ხნის წინ წამოვედი ბათუმიდან. ბოლოს როცა ზღვისპირას ვიჯექი, ჩემ წინ ცაზე ულამაზესი თეთრი ღრუბლები იყო. იმ ღრუბლებში ერთი ქუჩა ავირჩიე და სახლი ავიშენე. შემდეგ, როცა ცაში ასეთ ღრუბლებს ვეღარ ვხედავდი, მოწყენილი ვიყავი, რადგან ვეღარ ვპოულობდი ჩემს სახლს.

ხულო იცით ალბათ ხომ, წარმოშობით იქიდან ვარ, ტყეები და მთებია ირგვლივ, სულ ცაში ვიყურებოდი, ზუსტად ვიცოდი, რომელი ხის თავზე ამოვიდოდა მზე და რა დრო იყო. ასე ვამოწმებდი დაღამებამდე საათს. ახლა კი ცაში აღარ ვიყურები.

მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი დავკარგე, მასზე და მის ოჯახზე ვფიქრობ. სანამ ცოცხალი ვიქნები, დათო რატიანის ოჯახს არ დავივიწყებ. ასევე ვერ დავივიწყებ ჩვენს მეორე მებრძოლს, გია ბერიაშვილს, რომელსაც „ბეროს“ ვეძახდით მეგობრები. ის პროფესიონალი მებრძოლი იყო, ადრე, ნატოს წვრთნების დროს გავიცანი და შემდეგ ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა კიევში ყოფნის დროს.  გიაც ძალიან კარგი ადამიანი იყო.

საქართველოდ წამოსვლისას პრობლემები შეგვიქმნეს, რადგან იმ თვითმფრინავით პირდაპირ ვარშავაში უნდა გავფრენილიყავით.

შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სხვა გზით წამოვსულიყავით, თუმცა ველოდებოდით შეფერხებებს. ბოლოს გადავწყვიტეთ ბათუმში წამოსვლა და სარფის გავლით თურქეთში გადასვლა.

არასდროს დამავიწყდება იმ მებაჟეების მზერა, ვინც იმ დღეს გაგვატარა. სიტყვა არ უთქვამთ, მაგრამ მათ მზერაში ვგრძნობდით პატივისცემას და მხარდაჭერას, რადგან ყველა მიხვდებოდა, თუ სად მივდიოდით და რისთვის.

საბაჟო სწრაფად გაგვატარეს საქართველოშიც და თურქეთშიც. შემდეგ ტრაბზონში ჩავედით და სტამბულში გადავფრინდით. იქიდან ბუდაპეშტში, შემდეგ პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში და ასე ჩამოვაღწიეთ უკრაინაში. 3 დღე-ღამე ვიარეთ.

აქ ორი ათასი ქართველი ყოველდღე იბრძვის, ალყაშია მარიუპოლთან, რომელიც ვერ გაარღვიეს რუსმა ფაშისტებმა. ეს ხალხი აქ არ აკეთებს მხოლოდ უკრაინის საქმეს, საქართველოს საქმესაც აკეთებს.

რუსეთუმე ქართველებს კი მინდა ვუთხრა, რომ თვალები გაახილონ, რადგან დღეს რუსული ფაშიზმი ცივილიზაციის და კაცობრიობის წინააღმდეგ იბრძვის და ნუ დადგებიან მათ მხარეს.

თეგები: ნადიმ ხმალაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

როგორ მოვაგვაროთ გაჭედილი კანალიზაციის პრობლემა და მოვახდინოთ მისი პრევენცია

15:58 06-25-2025
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
ახალი ამბები

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

15:30 06-25-2025
თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია
ახალი ამბები

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

14:55 06-25-2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
ახალი ამბები

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

13:38 06-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved