რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩეჩნეთში გაქცევა და თავშესაფარი შესთავაზა. ამის შესახებ მან თავის Telegram-ში დაწერა.
“თუ თქვენ გაწუხებთ თქვენი ცხოვრება, მაშინ მე მზად ვარ მივმართო ვლადიმირ ვლადიმროვიჩს (პუტინს), რომ შემოგთავაზოთ თავშესაფარი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. ნუ გეშინია, ჩვენ გადავარჩენთ თქვენს სახეს”.- თქვა მან.
მისივე თქმით, ჩეჩნეთში გადასვლის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ რომ “ზელენსკის იქ ვერავინ იპოვის”.
“ევროპაში სირცხვილი არ არის გამბედაობის დაკარგვა. რეალურ ცხოვრებაში კი კაცი ბოლომდე უნდა დარჩეს კაცად. ჭკვიანი ბიჭი ხარ, რა დაგემართა ახლა? გამოფხიზლდი. შემობრუნდი რუსეთისკენ და ისტორიაში დარჩები, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელმაც გადაარჩინა თავისი ხალხი”.- წერს კადიროვი.
კომენტარები