ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისთვის ნატო, იცით, როგორ არის?
აი, “საპოჟნიკებს” და პარიკმახერებს ჯიხურში ჰოლივუდის ან საბჭოთა კინოვარსკვლავების გადიდებული ფოტოები რომ ჰქონდათ გამოფენილი და შიგადაშიგ ამოიოხრებდნენ, – ეჰ, ნეტავ, შენი თავი მამცაო!
კი იცოდნენ, რომ ვერ მისწვდებოდნენ, მაგრამ ნატვრას ვინ ან რა დაუშლიდათ?!
ეგ რა არის, იმ ვარსკვლავებმა ამათი არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდნენ. და არც ის, როგორი ნატვრით შესცქეროდნენ, სანამ თვალს შეაჩვევდნენ და უკვე “თავისად” დაიგულებდნენ. მერე კი ვეღარც ამჩნევდნენ, როგორც თავისი ბინის კედელზე გაკრული შპალერის ორნამენტს აღარ აქცევს ყურადღებას ადამიანი.
ჰოდა, როდემდე უნდა დარჩეთ “პოლიტსაპოჟნიკებად”?!
“უგლავოში საპოჟნიკი პოლსაპოშკებს აპაჩინკებს” და ვიღაცას მაინც სჭირდება და თქვენ როდემდე უნდა განაგრძოთ ეს ტყუილად (ტ)რაკუნი?!”-
კომენტარები