იტალიის კანონმდებლობის თანახმად, იტალიის ტერიტორიაზე, ევროკავშირის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის გარდა, სხვა ქვეყნების დიპლომატი თითქმის არ ჭრის, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინელ ექიმებსა და სხვა სამედიცინო მუშაკებს ეს არ შეეხებათ.
ისინი შეძლებენ იტალიაში საკუთარი პროფესიით მუშაობას, თუ განათლება ევროკავშირის სტანდარტების მქონე უმაღლეს სასწავლებელში აქვთ მიღებული, თუნდაც უკრაინაში.
აღნიშნულის შესახებ, ოფიციალურ გაზეთში განთავსდა ინფორმაცია, საგანგებო დადგენილება 3 მარტს გამოქვეყნდა და 4 მარტიდან ძალაში შევიდა.
კომენტარები