• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პლაკატები QR კოდით, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს “სთავაზობს” ბინის ქირაობას, საბანკო ანგარიშების გახსნას და ა.შ. – დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:33 03-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
422
“თავისუფალი უნივერსიტეტი” ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“თბილისის ქუჩებში ახალი პლაკატები გამოჩნდა QR კოდით, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისს “სთავაზობს”. QR კოდის დასკანერების შემდეგ კი, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიაზე ჩნდება ინფორმაცია რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ეს არის 6 ადამიანის შემუშავებული სამეგობრო ინიციატივა და ხუთი მათგანი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და სტუდენტები არიან:
– გვანცა გელოვანი არის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამის კურსდამთავრებული, ხოლო ალექსანდრე გელოვანი ამავე პროგრამის სტუდენტია
– თაკო ყიფიანი ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის პროგრამის კურსდამთავრებულია
– ირაკლი დანელია არის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული
– ვაჟიკო ჩიხრაძე აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტია.
ამ ინიციატივის მიზანია უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანებისთვის სიმართლის გაცნობა და მათში ადამიანური ემოციების აღძვრა. ინიციატივის ავტორებმა მოახდინეს იმ საჭიროებების იდენტიფიცირება, რაც შეიძლება ჰქონდეთ საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს და ამის მიხედვით შეადგინეს პლაკატები: ბინის ქირაობა, საბანკო ანგარიშების გახსნა, რესტორნები, ტურები და მუსიკალური ღონისძიებები.
მათ ხუთი სახის პლაკატი მოამზადეს და გააკრეს თბილისში. მაგალითისათვის, ერთ-ერთ პლაკატს აწერია ინფორმაცია გასაქირავებელი სახლების შესახებ და რომ ფასდაკლებისთვის უნდა დაასკანერონ კოდი.
კოდის დასკანერების შემდეგ კი, იხსნება ვიდეო, რომელშიც ასახულია უკრაინელი ატირებული ბავშვი, რომელიც უსახლკაროდ დარჩა. ერთ-ერთი პლაკატი „სთავაზობს“ საუკეთესო ტურებს საქართველოში და პლაკატს აწერია, რომ პირველი უფასო ტურის მისაღებად საჭიროა დასკანერება. კოდის დასკანერების შემდეგ კი, ჩანს აფხაზეთის ომის დროს გადაღებული კადრები ჩნდება.”
თეგები: რუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved