• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გევედრებით, არ გადააქციოთ იტალია მკვლელების კურორტად, დაბლოკეთ…” – ზელენსკი იტალიის პარლამენტს

ალია ავტორი - ალია
16:43 03-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს სიტყვით მიმართა და მოუწოდა:

“ძვირფასო სენატორებო, ძვირფასო პარლამენტარებო და იტალიელებო. დღეს დილით მის უწმინდესობა რომის პაპს ვესაუბრე. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები მითხრა – “მესმის რომ მშვიდობა გინდათ, მესმის რომ თავი და სამშობლო უნდა დაიცვათ და თქვენი მოქალაქეები და არმია ამას გმირულად აკეთებსო“ . რომის პაპს ძალიან მარტივად ვუპასუხე. ვუთხარი, რომ ხალხმა როგორც კი დაინახა რომ მტერს თან უბედურება მოჰქონდა, არმიად ჩამოყალიბდა.  პირველად როდესაც იტალიელ ხალხს მივმართე, ვთხოვ რომ რიცხვი 70 დაემახსოვრებინათ, ეს იმ ბავშვების რაოდენობას აღნიშნავდა რომელიც რუსულმა არმია იმ დროისთვის იმსხვერპლა, თუმცა დღეს ეს რიცხვი 117-ია. ათასობით დაშავებული და დაჭრილი, ათი ათასობით დანგრეული სახლი – აი ეს არის რუსული აგრესიის შედეგი. ეს ყველაფერი 2022 წელს ხდება. ყველამ ვიცით, რომ ომის ყოველი მომდევნო დღე კიდევ ერთ, ან რამდენიმე სიცოცხლეს შეიწირავს. 117 დაღუპული ბავშვი დასასრული არ არის – რუსები კიდევ დახოცავენ, იმიტომ რომ მტერი იერიშებს არ აჩერებს. მათ ყველაფრის განადგურება სურთ ისევე როგორც ეს მარიუპოლში ჩაიდინეს.
მარიუპოლში, რომელიც აზოვის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული და სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს – ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადგილი იყო. მარიუპოლი ზუსტად ისეთივე ქალაქია როგორც გენუა. ახლა მარიუპოლში არაფერი არ არის. 3 კვირიანი სროლების, დაბომბვებისა და ბლოკადის შემდეგ, ყველაფერი განადგურდა.
ძვირფასო იტალიელებო, მოგმართავთ კიევიდან. ქალაქიდან რომელსაც ჩვენი რეგიონისთვის ზუსტად ისეთი მნიშვნელობა აქვს როგორც რომს მთელი მსოფლიოსთვის. კიევიდან დიადი ერის დიადი კულტურა დაიწყო – თუმცა ახლა გადარჩენის  ზღვარზე ვართ. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოს ვიმსახურებთ. მტერი იტაცებს ბავშვებს, ჩვენს მოქალაქეებს და იტაცებენ ჩვენს ქონებას, რომელიც რუსეთში გააქვთ. ასე ბოლოს ნაცისტები მოიქცნენ. მტერმა ხმელეთის გარდა ზღვის ნაპირიც კი დანაღმა. ამ ყველაფრის უკან ერთი ადამიანი დგას. ის ამ ყველაფერს ათწლეულები გეგმავდა.
უკვე 27 დღეა ომი არ ჩერდება. გვჭირდება გაერთიანება და ახალი სანქციები, იმისთვის რომ რუსეთმა დაქირავებული მებრძოლები კი არა მშვიდობა ეძებოს.  აუცილებელია რომ ის ერთი ადამიანი ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, მშვიდობას ეძებდეს. ამ ომის ნაკვალევი თითქმის მთელს მსოფლიოში იგრძნობა. ყველაზე საშინელი კი წინ არის – შიმშილი – ! უკრაინა ყოველთვის ერთ-ერთი უდიდესი  მწარმოებელი და მომწოდებელი იყო, თუმცა ახლა, ბომბების და ტყვიების ქვეშ ამას როგორ მოვახერხებთ ?! მაშინ როდესაც მინდვრები დანაღმულია, როგორ მოვახერხებთ ხორბლის დათესვას ?! ან რა მოსავალი გვექნება !!!
როდესაც ჩვენი  პორტები ოკუპირებულია, საქონელს როგორ გავაგზავნით?! ძვირფასო იტალიელებო თქვენი თანადგომა გვჭირდება. ის ადამიანები რომლებიც უკრაინის განადგურებას ცდილობენ, იტალიას დასასვენებლად იყენებენ. გევედრებით არ გადააქციოთ ქვეყანა მკვლელების კურორტად. დაბლოკეთ ყველაფერი. დაუწესეთ სანქციები, გამოუცხადეთ ემბარგო და დაუკეტეთ პორტები. ეს ომი მალე უნდა დასრულდეს. ომის შემდეგ უკრაინის განახლება უნდა დავიწყოთ – რა თქმა უნდა თქვენთან ერთად – რა თქმა უნდა დანარჩენ ევროპასთან ერთად. ომამდე თქვენს ქვეყანას ვსტუმრობდი. ძალიან კარგები და სტუმართმოყვარეები ხართ, ლამაზი ბავშვები გეზრდებათ. დაუდექით უკრაინელ ხალხს, უკრაინას. დიდება უკრაინას – გრაცია იტალია.”

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved