კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კომენდანტის საათი დღეს საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და 23 მარტის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდება.
“ხვალ არ იმუშავებს მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, დაწესებულებები. ამიტომ, ყველას ვთხოვ, დარჩეს სახლში ან თავშესაფრებში – განგაშის სიგნალის შემდეგ. ქალაქში გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვი მანქანებით იქნება”, – გააფრთხილა მან მოქალაქეები
კომენტარები