• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ადამიანებს ვურჩევ, არათემატურ გადაცემებში სიარულისგან ან ინტერვიუებისგან თავი შეიკავონ”

ალია ავტორი - ალია
11:17 03-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემო მეგობრებო და ნაცნობებო! და პოლიტიკოსებო!

მესმის, კარგად მესმის, რომ ამ პროფესიას გარდაუვლად აქვს შოუს ელემენტების აუცილებლობა ყველაზე დრამატული მოვლენებისასაც კი, მაგრამ ეს ამბავი მთლად ,,რეალითი-შოუ” არ არის. არც პაატა იმნაძის ან სხვების საქმეა, ყოველ მეორე პოლიტიკოსზე ან თუნდაც სასულიერო პირის განცხადებაზე კომენტარის კეთება, მაშინ როდესაც პიკი ახლოვდება და ექიმების საქმე ზეადამიანურ შრომას მოითხოვს. ჰკითხეთ იგივე თემაზე იმავე სასულიერო პირებს, სხვა პილიტიკოსებს და ხელისუფლებას, რომელმაც უნდა აღასრულოს. მთელი ტვირთის გადატანა აქ და ახლა ამ ექიმებზე, ვერ არის ეთიკური საქმე. მათ თქვეს – აუცილებელია დისტანცირება. ყველგან. ამის მერე ისევ მათთან კითხვას, ჯობს თქვენი მიკროფონები სხვაგან მიიშვიროთ – მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ექიმებს ამ თემებზე, ამ ვითარებაში არ ეკითხებიან. შეიძლება, პაატა იმნაძეს ან რომელიმე მათგანს რამე შეეშალოს? რა თქმა უნდა! შეიძლება მე მისგან განსხვავებული აზრი მქონდეს (გამოვხატე კიდეც) რომელიმე საკითხზე? ცხადია! ბუნებრივია, რომ კრიტიკაც შეიძლება, მაგრამ ამ წუთას, სრული ფოკუსის ამ ადამიანებზე ამ კუთხით გადატანა, მერე დელტებად დაყოფა, დისკუსიების გაშლა და ლამის კორონავირუსის დავიწყება, ვერ არის სამაგალითო საქმე. არც ადამიანების სუპერგმირებად ქცევა არის სწორი ამბავი – წამოიკრავს მერე ფეხს ან გამოუგონებ ფეხის წამოკვრას და ფაფუ! ანტიგმირია. არ შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანს მოთხოვო და თუ მოთხოვ, ყველაფერზე შენთვის სასურველ პასუხს ელოდე. მე ამ მნიშვნელოვან ადამიანებსაც ვურჩევ, არათემატურ გადაცემებში სიარულისგან ან ინტერვიუებისგან ახლა თავის შეიკავონ.

და საერთოდაც, ამწამს ამის დრო რომ გვაქვს, პირველი გამოვლენიდან ერთი თვის თავზე, სწორედ მათ მიერ გატარებული სწორი პრევენციის შედეგია – ღმერთმა არ ქნას, აქ ახლა ან იტალია ან ესპანეთი იყოს.
ჩემი უპირობო მხარდაჭერა ექიმებს ურთულეს ბრძოლაში!

თქვენი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved