• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფხაზეთში დღეიდან 2-კვირიანი საკარანტინო რეჟიმი იწყება

ალია ავტორი - ალია
10:19 03-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

კორონავირუსის პრევენციის მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ორი კვირის განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს. შესაბამის განკარგულებას ე.წ. “პრეზიდენტის” მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად 25 მარტიდან 7 აპრილამდე იკრძალება მასობრივი, მათ შორის საზეიმო ღონისძიებების, ქორწილების, ექსკურსიების ჩატარება, დროებით დაიხურება სპორტული და ფიტნეს დარბაზები, სალონები.

აფხაზეთში შესვლა ეკრძალება “უცხოეთის მოქალაქეებს და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ექსკურსიის ჩატარების ან ტურისტული მიზნით აპირებენ რესპუბლიკაში შესვლას”.

ასევე, ამ პერიოდში შეჩერდება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოქმედება, საზოგადოებრივი (შიდასაქალაქო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა), ტაქსის გარდა.

ამავე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაევალა “აფხაზურ – რუსულ” საზღვართან განთავსებულ საკონტროლო – გამშვებ პუნქტთან 24 – საათიანი მორიგეობის დაწესება.

“ჯანდაცვის სამინისტროს” დაევალა მოსახლეობას მიაწოდოს სრული ინფორმაცია კორონავირუსისპრევენციის შესახებ. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, იგეგმება სამედიცინო პერსონალის გადამზადება. ასევე სანიტარულ – ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დაწესება სავაჭრო ობიექტებზე, სასტუმროებსა, და ლაბორატორიებზე.

საჯარო სამსახურებს, საწარმოებს და ორგანიზაციებს მიეცემათ რეკომენდაცია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის შესახებ.

გარდა ამისა, 7 აპრილამდე გაგრძელდება არდადეგები სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

სავაჭრო ორგანიზაციებს “მთავრობა” მოუწოდებს არ დაუშვან ფასების ზრდა კვების და საბავშვო პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო აღჭურვილობაზე, სადეზინფექციო და პირადი ჰიგიენის საშუალებებზე. “ფინანსთა სამინისტროს” დაევალა მოიძიოს თანხები რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსისგანდაცვის ღონისძიებების გასატარებლად.

22 მარტის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმაექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ სანიტარულ – ეპიდემიოლოგიური სამსახური ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, რადგან, მისი თქმით, 22 მარტს გამართულ “საპრეზიდენტო” არჩევნებზე ვერ უზრუნველყვეს კორონავირუსის პრევენციის ზომების გატარება, წერს ადგილობრივი მედია.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved