• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეგობრისთვის სულის დამდებზე დიდი სიყვარული არავის აქვს” – პუტინი ომზე ბიბლიიდან ციტირებს

ალია ავტორი - ალია
18:25 03-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
416

რუსეთში, ყირიმის ანექსიის იუბილესთან დაკავშირებით ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ კონცერტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა.

მან უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ციტატა ახალი აღთქმიდან მოიყვანა.

“ხალხი დონბასშიც არ დათანხმდა სახელმწიფო გადატრიალებას. ისინი მაშინვე ბლოკადაში მოაქციეს. ჰყავდათ სისტემატური ცეცხლის ქვეშ, მიჰქონდათ საჰაერო იერიშები. ეს არის ყველაფერი, რასაც გენოციდი ჰქვია. სწორედ ხალხისთვის ამ გენოციდის მოშორება არის მთავარი მიზეზი, გამომწვევი მოტივი და მიზანი საომარი ოპერაციის, რომელიც დავიწყეთ დონბასსა და უკრაინაში. სწორედ ესაა მიზანი. ამაზე მახსენდება სიტყვები წმინდა წერილიდან: “არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის”. და ჩვენ ვხედავთ, როგორ გმირულოად მოქმედებენ და იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის ფარგლებში.

ეს სიტყვები ქრისტიანობის წმინდა წიგნიდანაა, რომელიც ძვირფასია მათთვის, ვინც მიჰყვება რელიგიას, თუმცა ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უნივერსალური ღირებულებაა რუსეთის ყველა ერისა და ყველა კონფესიის წარმომადგენლისთვის და, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ერისთვის. ამის საუკეთესო მტკიცებულებაა, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ საომარი ოპერაციის ფარგლებში. მხარდამახარ. ეხმარებიან, მხარს უჭერენ ერთმანეთს. თუ საჭიროა, როგორც ღვიძლ ძმას, საკუთარი სხეულით გადაეფარებიან ბრძოლის ველზე, ტყვიისგან რომ დაიცვან. ასეთი ერთიანობა დიდი ხანია, არ გვქონია”. – თქვა პუტინმა.

პროპაგანდისტულ კონცერტზე მრავლად იყო გამოყენებული რუსული ოკუპაციის ახალი სიმბოლო Z – ასო, რომელიც უკრაინაში შეჭრილ რუსულ ტექნიკას აწერია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

“ტაბულა”

თეგები: ვლადიმერ პუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved