• რეკლამა
  • კონტაქტი
18:32, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო სემეკმა „ქობულეთის წყალი“  ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით, 75 ათასი ლარით დააჯარიმა

ალია ავტორი - ალია
10:12 03-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
658

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ქობულეთის წყალი“ სალიცენზიო პირობებისა და  სემეკის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით – 75 ათასი ლარით  დააჯარიმა.  კომპანიამ ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევა. კერძოდ, კომპანიამ 1 წლის ვადაში არ უზრუნველყო განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება, ამასთანავე, განმცხადებელს დაავალა მიერთებისათვის საჭირო მასალის შესყიდვა, რაც წარმოადგენს კომისიის წესების უხეშ დარღვევას.

განმცხადებლის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევის შესახებ შპს „ქობულეთის წყლის“ განმარტებები კომისიამ მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაავალა, განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა.

შპს „ქობულეთის წყალს“ განემარტა, რომ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, სემეკი უფლებამოსილია კომპანიას გაორმაგებული ჯარიმა დააკისროს.  აღსანიშნავია, რომ კომპანია დარღვევების გამო 2019 და 2021 წლებშიც დაჯარიმდა, რის შესახებაც სემეკის მხრიდან ეცნობა ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც, როგორც კომპანიის მესაკუთრეს. თუმცა, სემეკს რეაგირების თაობაზე დღემდე მუნიციპალიტეტისგან პასუხი არ მიუღია.

 

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved