უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ABC News-ს განუცხადა:
„დღეს მხარზე მეგობრულად ხელის დაკვრა საკმარისი არ არის. დღეს თანაგრძნობისა და შეშფოთების სიტყვები საკმარისი არ არის. მოვუწოდებ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დახურონ უკრაინის ცა ან გადმოგვცენ შესაბამისი საშუალებები, რათა ეს ჩვენ თვითონ უზრუნველვყოთ. როგორც ყველა ქალი უკრაინაში, დღეს მეც ვღელავ ჩემს მეუღლეზე. ვიცი, როგორი ძლიერი და გამძლეა… მას უყვარს თავისი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, უყვარს თავისი ხალხი, ოჯახი, ვუყვარვარ მე. ვიცი, რამდენად ძლიერია ეს გრძნობები, ამიტომ ამ ყველაფერს ის ბოლომდე დაიცავს“
კომენტარები