• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისი დამსახურებაა რუსული სამხედრო კოლონების დადუღება უკრაინაში და ვინ შექმნა ბაირაქთარი? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
19:14 03-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24,443

თურქული მკვლელი დრონების პროგრამას საფუძველი ახალგაზრდა თურქმა ინჟინერმა – სელჩუქ ბაირაქთარმა ჩაუყარა.

2005 წელს ბაირაქთარმა თურქეთში ოფიციალური პირები დაარწმუნა, რომ დასწრებოდნენ მის მიერ ხელნაკეთი დრონის მცირე საჩვენებელ გამოცდას, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. მაშინ ბაირაქთარი 26 წლის იყო და თურქეთის უმაღლეს უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით მან პენსილვანიის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურის სტუდენტი გახდა.

სელჩუკ ბაირაქთარი

 

მას მაშინვე არ მოუპოვებია მთავრობის მხარდაჭერა.

აშშ-ში სადიპლომო ნამუშავარზე ბაირაქთარის კოლეგები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილნი. მისი სამაგისტრო ნამუშევარი, რომელიც MIT-ში წარადგინა, ეხებოდა ალგორითმს, რომელიც უპილოტო ვერტმფრენს ეხმარებოდა უსწორმასწორო ზედაპირზე, ვერტიკალურ კედელზეც კი, უპრობლემოდ დაჯდომაში. სამადლობელ ნაწილში მან პირველ რიგში ღმერთს გადაუხადა მადლობა, შემდეგ მის მრჩეველს და, ბოლოს, მის მარჯვე ახლო მეგობრებსა და უნივერსიტეტის მუსლიმთა ასოციაციას.

თურქეთში მისი ოჯახი ფლობდა ფირმას Bayraktar Makina, რომელიც ბაირაქთარის ინჟინერმა მამამ ჩამოაყალიბა 1984 წელს, რათა ეწარმოებინა ავტომობილების ნაწილები. 2000 წლიდან კი კომპანია მთლიანად გადაერთო უპილოტო საფრენი აპარატების კვლევასა და წარმოებაზე.

2007 წელს ბაირაქთარმა MIT-ის სადოქტოროზე სწავლა შეწყვიტა, დაბრუნდა თურქეთში და მთელი დრო უპილოტო საფრენ აპარატებზე მუშაობას დაუთმო.

დრონების პირველ ეპოქაში თურქეთი მოძველებული გზით ჩაერთო: მათ 1996 წელს 6 შეუიარაღებელი დრონი შეისყიდეს ამერიკული კომპანიისგან General Atomics. GNAT 750-ები პრიმიტიულად აწყობილი დრონები იყო, რომლებსაც მხოლოდ ვიდეო ფაილების მოწოდება შეეძლოთ. ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გაგზავნეს, სადაც თურქებთან დაპირისპირებული ქურთული დაჯგუფების – PKK-ის გადაადგილებას ზვერავდნენ, რომლებიც მიუდგომელ მთებში აფარებდნენ თავს. თუმცა როგორც თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ყოფილი ოფიცერი, ნესდეტ ოზკელიკი ამბობს, დრონიდან ინფორმაციის მოწოდებას 20 წუთი სჭირდებოდა, რაც საბრძოლო ოპერაციის წარმატებულობის ხელისშემშლელი ფაქტორი გახლდათ.

GNAT

2006 წელს თურქეთმა ისრაელს 10 შეუიარაღებელი Heron-ის ტიპის დრონი შეუკვეთა. ისრაელმა დრონები 5 წლის შემდეგ მიაწოდა თურქეთს, თუმცა ანკარამ ისრაელი ძრავებისა და გამოსახულების განზრახ დაზიანებაში დაადანაშაულა და უკან გაგზავნა გასარემონტებლად.

Heron

2010 წელს თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, რადგან ისრაელის რეიდს ღაზას სექტორთან 9 თურქეთის მოქალაქე ემსხვერპლა. იმავე წელს, მოგვიანებთ, თურქეთმა გაამჟღავნა, რომ Heron-ებს საკუთარი წარმოების დრონებით ჩაანაცვლებდა. TAI-მ წარმოადგინა საკუთარი წარმოების დრონი – Anka (ან Phoenix), რომელსაც 17 მეტრიანი ფრთები ჰქონდა და ჰაერში, თითქმის 10 000 მეტრის სიმაღლზე დარჩნა 24 საათის განმავლობაში შეეძლო. თუმცა Anka-ც, Heron-ის მსგავსად, შეუიარაღებელი იყო, რაც თურქებს ყველაზე მეტად აწუხებდათ.

Anka (Phoenix)

მაგალითად, 2011 წელს ქურთებმა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თავდასხმა განახორციელეს თურქეთის სამხედრო ბაზებზე ჰაქიარის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთში. თურქეთის დრონების საშუალებით კი PKK-ს თავდასხმებისთვის მხოლოდ თვალის მიდევნება იყო შესაძლებელი. არ არსებობდა სისტემა, რომელიც დრონების დახმარებით სწრაფ რეაგირებას მოახდენდა ამ თავდასხმების ეფექტურად მოსაგერიებლად.

იმ პერიოდში თურქეთი აშშ-ის სადაზვერვო დრონებისგანაც იღებდა ინფორმაციებს, მაგრამ ვაშინგტონი უარს აცხადებდა თურქეთისთვის Predator-ის ტიპის საკუთარი დრონების მიყიდვაზე, რადგან, მათი თქმით ეს საფრთხეს შეუქმნიდა ისრაელს.

ამ ყველაფრის ფონზე, თურქეთისთვის გამანადგურებელი დრონების ადგილობრივი წარმოება ნომერ პირველი პრიორიტეტი გახდა, სელჩუკ ბაირაქთარისთვის კი – შესაძლებლობა.

თავიდან მას იმის უფლებასაც არ აძლევდნენ, რომ საკუთარ დრონებზე გამოეცადა საბრძოლო მასალა, თუმცა მალევე იგი საკმაოდ პოპულარული გახდა, რადგან ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას ისრაელთან მჭიდრო კავშირის გამო. 2006 წელს მისმა შექმნილმა მინი დრონებმა თურქეთის სამხედრო ტენდერში გაიმარჯვეს. სახელმწიფომ მას 19 ასეთი დრონი შეუკვეთა სამხრეთ-აღმოსავლეთში გასაგზავნად. ამ პერიოდში მან ბევრი ხალხი გაიცნო.

თავდაპირველად ბაირაქთარები ჩვეულებრივ ჯარისკაცებზე მუშაობდნენ .

საბოლოოდ სელჩუკ ბაირაქთარის შრომა 2015 წელს დაფასდა, როდესაც სელჩუქ ბაირაქთარმა საკუთარ ფირმაში აწყობილი დრონის, TB2-ის დასამახსოვრებელი სადემონსტრაციო ჩვენება მოაწყო : დრონმა 4 კილომეტრის სიმაღლიდან, თურქული წარმოების მართვადი რაკეტით გაანადგურა სამიზნე, რომელიც 8 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.

TB2

იმავე წელს ბაირაქთარმა სხვა გზებითაც მოახერხა მთავრობასთან დაახლოება: ცოლად შეირთო თურქეთის პრეზიდენტის – რეჯეფ თაიფ ერდოღანის უმცროსი შვილი. მას შემდეგ, მისი კომპანია გახდა თურქული დრონების მთავარი მწარმოებელი.

სუმეიე ერდოღანი და სელჩუკ ბაირაქთარი

დღესდღეობით TB2 წარმოადგენს თურქეთის საჰაერო ოპერაციების ხერხემალს. მას შეუძლია 7000 მეტრზე მაღლა იფრინოს 24 საათის განმავლობაში, ასევე, შეუძლია დაახლოებით 55 კილოგრამის გადაზიდვა.

2019 წლის მაისის მონაცემებით თურქეთის შეიარაღებული ძალები 75-ზე მეტ TB2-ს იყენების. ისინი თვეში 6000 საათი დაფრინავენ თვეში. ამ დრონების საშუალებით თურქეთმა დიდი უპირატესობა მოიპოვა ქურთების წინააღმდეგ. ასევე, დღემდე წარმატებით იყენებს სირიაში ასადის რეჟიმის ძალების წინააღმდეგ.

„სწორედ შეიარაღებული დრონები თამაშობენ ყველაზე დიდ როლს თურქეთისთვის წარმატების მოტანაში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.“ – ამბობს თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ყოფილი ოფიცერი, ნესდეტ ოზკელიკი.

წყარო – იბერია

რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი, წერს:

“რადგან ბევრს აინტერესებს, ვისი გამოგონებაა ლეგენდარული ბაირაქთარები, ინებეთ – ბატონი სელჩუკ ბაირაქთარი, თურქი ინჟინერი და ბიზნესმენი, რომელიც ამავე დროს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა.
სწორედ მისი დამსახურებაა არაერთი რუსული სამხედრო კოლონის დადუღება უკრაინაში.
მისი დამსახურებით კიდევ უფრო ლამაზად ჟღერს:
Слава Україні!”

თეგები: ბაირაქთარიერდოღანირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved