• რეკლამა
  • კონტაქტი
15:25, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინა საზარელ ფასს იხდის დასავლეთის გაუბედაობისათვის, მსოფლიო დარწმუნდა, რამხელა სისულელეა გაერო-სა და სხვა იმპოტენტი ინსტიტუტების დაფინანსება” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
17:33 03-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,982

ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:

 

“უილიამ კოენი, ბილ კლინტონის რესპუბლიკელი თავდაცვის მდივანი, პროფესიონალი იურისტი, არ არის ის ადამიანი, რომელსაც ემოციები ააცუნდრუკებს. – რატომ ვაძლევთ პუტინს პირობების კარნახის უფლებას, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა; პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ მან უკვე დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და ამერიკა გააკეთებს იმას, რასაც მიიჩნევს საჭიროდ უდანაშაულო ადამიანების სოცოცხლის გადასარჩენად – განაცხადა მისტერ კოენმა CNN-თან ინტერვიუში. ძალიან აგვიანებს რეაგირებას ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. პუტინმა პრაქტიკულად დაანონსა ახალი სამხედრო დანაშაულებანი, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენება, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერ ქმედითს ვერ ვხედავთ ბაიდენის მხრიდან. ეს გაუბედაობა შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს უკრაინასაც და მთელ მსოფლიოსაც.

ფაქტია, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ამ საზარელი კონფლიქტის პრევენციისათვის არასაკმარისი ძალისხმევა. არათუ სამხედრო ექსპერტს, არამედ ნებისმიერ მოყვარულ დილეტანტს შეეძლო თავისუფლად გაეთვალა, რომ რუსული სამხედრო ავანტურა სრული კრეტინიზმი იყო სამხედრო-ტაქტიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით; და რომ წარუმატებლობით გაცოფებული პუტინი ათასგვარ სამხედრო დანაშაულზე წავიდოდა, ბირთვული ესკალაციის ჩათვლით. ამერიკულმა დაზვერვამ ზუსტად შეაფასა ომის დაწყების ალბათობა, მაგრამ სავალალო არაკომპეტენტურობა გამოავლინა უკრაინელთა თავდაცვითი პოტენციალის შეფასებისას. ამაზე პასუხისმგებლობა გენერალ მილის ეკისრება, გენშტაბის უფროსს, თავდაცვის მდივანისა და პრეზიდენტის მთავარ სამხედრო მრჩეველს, რომელმაც ომის დაწყებამდე დაასკვნა, რომ კიევი 72 საათის განმავლობაში დაეცემოდა. ალბათ ამიტომ იყო ამერიკა აბსოლუტურად პასიური ომის პრევენციის მიმართულებით. როგორც ჩანს, მილის “ექსპერტიზის” საფუძველზე ყველა თვლიდა, რომ უკრაინა 3-4 დღეში მთლიანად “გაუწვებოდა” პუტინს. მილის არაკომპეტენტურობამ დღეს მსოფლიო ბირთვული ესკალაციის საფრთხემდე მიიყვანა და როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტის და ადმინისტრაციის გაუბედავი, ჩამოუყალიბებელი მოქმედებებიც მისი დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, თავდაცვის ყოფილი მდივანი კოენი უშუალოდ მის სახელსაც დაასახელებს, როდესაც უახლოეს მომავალში პუტინის მიერ ჩადენილ ახალ, საზარელ სამხედრო დანაშაულს ვიხილავთ. ბილ კოენთან ერთად უკვე არაერთი ცნობილი ამერიკელი გენერალი აკრიტიკებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისათვის ამერიკის უმაღლეს ხელმძღვანელობას. ეს პირდაპირ ეთერში, CNN-ის კორესპოდენტებთან ინტერვიუებში ხდება და აპელაციები თემაზე, რომ “ნატოსა” და ამერიკის ერთგვარად გაუბედავი დახმარების კრიტიკა პუტინის ე.წ. “ნარატივს” წარმოადგენს და საჭირო არ არის, აბსურდია.

უკრაინა საზარელ ფასს იხდის დასავლეთის გაუბედაობისათვის და ამაზე სრული და უპირობო პასუხისმგებლობა ეკისრება არაკომპეტენტურ სამხედრო პირებსა და ლაჩარ პოლიტიკოსებს.

მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამხელა სისულელეა გაერო-სა და სხვა საერთაშორისო იმპოტენტი ინსტიტუტების დაფინანსება და რომ დროა მათ შენახვაში გადაყრილი თანხები ჭეშმარიტად ქმედითი და კომპეტენტური სტრუქტურების შესაქმნელად იქნეს გამოყენებული.”

თეგები: ზურაბ გურულირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved