• რეკლამა
  • კონტაქტი
10:51, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დეზინფორმაციას ავრცელებს რუსეთი უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღზე და რა თქვა რეალურად ნულანდმა? – მითების დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
14:27 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
375

ფოტო – მითების დეტექტორი

 

მითების დეტექტორი სტატის აქვეყნებს სახელწოდებით: “რა თქვა რეალურად  ვიქტორია ნულანდმა და რა დეზინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღზე?”

სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

 

9 მარტს რუსეთის პირველი არხი  უკრაინაში მდებარე ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადებას აქტიურად აშუქებდა. პირველი არხის ერთ-ერთი სიუჟეტის მიხედვით, ვაშინგტონმა აღიარა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ფლობს, ეს ინფორმაცია კონკრეტულად ვიქტორია ნულანდმა დაადასტურა. სიუჟტში ნათქვამია ისიც, რომ კიევი დონბასზე მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა, რაც რუსული მხარის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით დასტურდება.

მეორე სიუჟეტში ნათქვამია, რომ უკრაინაში მდებარე ბიოლაბორატორიებში მიმდინარე საშიშ კვლევებს პენტაგონი აკონტროლებდა, რაც ნულანდმაც დაადასტურა. სიუჟეტის მიხედვით, ნულანდი ერთ დროს უკრაინაში მაიდანზე გამოსულ პროტესტის მონაწილეებს ორცხობილებს სთავაზობდა, ახლა კი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანია.

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიქტორია ნულანდმა აღიარა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ფლობს, მცდარია. რეალურად, ნულანდმა თქვა, რომ უკრაინა არა ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს, არამედ ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებს ფლობს. აშშ უკრაინას ლაბორატორიების ტექნიკური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებაში 2005 წლიდან ეხმარება. დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინაში ბიოლაბორატორიებს ფლობს, კრემლის პროპაგანდის ნაწილი ადრეც იყო. 

8 მარტს აშშ-ს სენატში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის მოსმენა გაიმართა. შეხვედრის დროს სენატორმა მარკო რუბიომ ნულანდს ჰკითხა, ფლობს თუ არა უკრაინა ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს, რაზეც ნულანდმა უპასუხა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებს ფლობს.

მარკო რუბიო, სენატორი: უკრაინა ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს ფლობს?

ვიქტორია ნულანდი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე: “უკრაინას ბიოლოგიური კვლევითი ცენტრებს აქვს. მათ გამო ვღელავთ, რადგან რუსული ძალები შესაძლოა, ცდილობდნენ, რომ მათზე კონტროლი მოიპოვონ. ჩვენ უკრაინელებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ რომელიმე კვლევითი მასალა რუსული ძალების ხელში არ აღმოჩნდეს.”

ნულანდს შეხვედრის განმავლობაში არსად უთქვამს, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ფლობს. რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებს, უკრაინის ტერიტორიაზე მათი არსებობა საიდუმლო არც აქამდე ყოფილა.

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ რუსეთის მხარის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინაში სამხედრო ბიოლაბორატორიებს აკონტროლებს და უკრაინელებთან ერთად ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობს, “აბსურდული,” “სასაცილო” და “ტყუილების გუნდა” უწოდა. 

8 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ს ბიოლაბორატორიების მოქმედება უნდა გამოიძიონ. 9 მარტს თეთრი სახლის პრეს მდივანი ჯენ ფსაკი ბრალდებებს გამოეხმაურა და რუსეთის მხრიდან იმის მტკიცებას, რომ  უკრაინაში აშშ ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღებს აწარმოებდა, ყალბი უწოდა, ფსაკიმ აღნიშნა, რომ ეს შეთქმულების თეორია ჩინეთმაც გაახმოვანა.

რეალურად, აშშ უკრაინულ მხარეს უკრაინული ლაბორატორიების ტექნიკური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებაში 2005 წლიდან ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში, მათ შორის კიევში აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდზე, ხელმისაწვდომია. საელჩოს მიხედვით, აშშ თავის პარტნიორ ქვეყნებთან სახიფათო დაავადებების ლოკალური ან გლობალური გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობს და ეს  თანამშრომლობა ბიოლოგიური იარაღის წარმოებას არ გულისხმობს.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში მდებარე 30 ბიოლაბორატორიას აშშ მართავს, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  • არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?

ომის დაწყებამდეც და შემდაგაც რუსეთი უკრაინას ქიმიური იარაღის ფლობასა და გამოყენებაში ადანაშაულებდა, თუმცა რეალურად, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით,  ქიმიურ იარაღს არ ფლობს, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  • რა იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს რუსეთი უკრაინას და რას აჩვენებს ეუთოს მონიტორინგი?

რაც შეეხება დოკუმენტს, რომლითაც, პირველი არხის მტკიცებით, კიევის მხირდან დონბასზე დაგეგმილი თავდასხმა დასტურდება, რეალურად, ლვოვის რეგიონში სოფელ სტარიჩის საწვრთნელ ბანაკს ეხება და მასში დონბასზე დაგეგმილი შეტევა ნახსენები არ არის. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  • РОССИЯ ПЫТАЕТСЯ ОПРАВДАТЬ ВТОРЖЕНИЕ В УКРАИНУ ПРЕДСТАВЛЯЯ ЛОЖНЫЕ ДОКУМЕНТЫ
  • ვიქტორია ნულანდის ორცხობილები მაიდანზე

2013 წელს მაიდანზე შეკრებილ უკრაინელები, რომლებიც ქვეყნის დასავლურ კურსს ითხოვდნენ, ვიქტორია ნულანდმა მოინახულათ და მათ ორცხობილები შესთავაზათ. ნულანდი მაშინაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

ნულანდის მიერ ტკბილეულის დარიგებას კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები იმ გზავნილის დასამკვიდრებლად იყენებდნენ, რონ მაიდნის მოვლენები ამერიკის მოწყობილია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.

თეგები: დეზინფორმაციაკრემლის პროპაგანდამითების დეტექტორირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved