• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
00:55 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს.

როგორც ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, აღნიშნულმა პირებმა 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში შემდეგი დანაშაულებები ჩაიდინეს: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და გადაცემა.

საუბარია შემდეგ პირებზე – მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

„ჩემი შუამდგომლობა აღნიშნული პირების დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე კონკრეტულად ეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სასტიკი მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდეგ ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირების უკანონო გადაყვანის ფაქტებს რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის კონტექსტში. გამოძიებამ ასევე დაადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ მაიორ ვიაჩისლავ ბორისოვის სავარაუდო როლი, რომელიც განზრახ უწყობდა ხელს ზოგიერთი დანაშაულის აღსრულებას. ბორისოვი ახლა გარდაცვლილია.

მომხდარის დროს, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო პირების უმეტესობა გაიქცა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან, რუსულმა და პირველ რიგში, სამხრეთ ოსურმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება. მათი უმეტესობა მოხუცი და მძიმე დაავადების მქონე პირი იყო, რომელთაც არ შეეძლოთ და არ სურდათ სახლების მიტოვება. მათ არ წარუდგინეს დაპატიმრების მიზეზი და არც პროცესუალური უფლებები იყო დაცული. მტკიცებულებით დადგინა, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ანტისანიტარიასა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში იმყოფებოდა. მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ცემდნენ, აწამებდნენ“ – ნათქვამია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურის ოფისმა „ქცევის ანალოგიური მოდელი“ დააფიქსირა უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შესწავლის დროსაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved