• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის მზვერავი, რომელმაც პუტინი დაკითხა, რატომაა მოსალოდნელი რუსეთისგან საოცარი სისასტიკე და როგორი იქნება საპასუხო დარტყმა კრემლისთვის? – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:32 03-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,248
ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:
“მსოფლიოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი დიაგნოზის დასმის ერთადერთ გზას პაციენტის უშუალოდ გასინჯვა წარმოადგენდა. ვინ „შეაბამდა კატას ეჟვანს“, თუ არა მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო პროფესიონალი მზვერავი, რომელიც პირდაპირ დაკითხავდა „პაციენტს“. მზვერავი, რომელიც თანაბრად ძლიერია ფიზიკურად და ინტელექტუალურად; გავლილი აქვს დაუნდობელი წვრთვნის პროცესი და ჩაბარებული აქვს სამხედრო-საველე გამოცდები, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები აბარებენ; ამასთან არის უმაღლესი კლასის პროგრამისტი და ძალიან წარმატებული, მილიონერი ბიზნესმენი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი უშუალოდ შეხვდა ვლადიმერ პუტინს და დიაგნოზიც გამოიტანა: – პუტინი სრულ ჭკუაზეა, აზროვნებს პრაგმატულად. ამჟამად უკვე სრულიად სხვა მიმართულებით მიმდინარეობს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ექსპერტების სპეციალური ანალიზი; – თუ არ შეიშალა, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რაც მთავარია, როგორ უნდა იმოქმედოს ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა?
-კონგრესმენო, თქვენ ძალიან გაბრაზებული ხართ, ასეთი არასოდეს მინახიხართ – პირდაპირ ჰკითხა CNN-ის ქეით ბოლდუანმა დემოკრატიული პარტიის ერთერთ წამყვან კონგრესმენს, მაიკ ქუიგლის. კონგრესმენი მართლაც გაცოფებული ჩანდა. მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვამ ეტყობა შეძრა მისტერ ქუიგლი. -რისთვის შევქმენით „ნატო“, რა ღირებულებებზე, თუ არ დავიცავთ ადამიანთა სიცოცხლეს. „ნატოს“ წევრი ქვეყნების ბავშვებისა და ქალების სიცოცხლე უფრო ძვირფასია უკრაინელებზე? – ვერ მშვიდდებოდა კონგრესმენი. – კი მაგრამ, პრეზიდენტი ხომ ამბობს, რომ ჩარევამ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს? – შეაპარა პროვოკაციული კითხვა ჟურნალისტმა. – ჩვენ უკვე გამოგვიწვია მისტერ პუტინმა, როცა ჩვენს თვალწინ უდანაშაულო ადამიანების ჟლეტა დაიწყო. მან უკვე გადალახა წითელი ხაზი და რა უნდა იყოს სხვა წითელი ხაზი? დიახ, ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რუსებს; ეს ღირსების ამბავია.
– პუტინს ბევრჯერ შერჩა ცხოველური სადიზმი, მაგრამ ამჯერად ზელენსკიმ, პროფესიონალმა მსახიობმა, ის კულისებიდან მსოფლიო სცენაზე გამოიწვია და იძულებული გახადა იქ დაეწყო თამაში. ასე დასრულდა პუტინი როგორც პოლიტიკოსი. ამიერიდან ის უბრალოდ ხვადაგია, რომელსაც არასოდეს, არავინ არ დაელაპარაკება პატივისცემით. უკრაინელები ყოველდღიურად უფრო და უფრო აცოფებენ ისედაც წონასწორობადაკარგულ სადისტს და სწორედ ამიტომ აკეთებს განცხადებებს მუდმივად ამერიკული დაზვერვა იმის შესახებ, რომ კიდევ ბევრ საოცარ სისასტიკეს ვიხილავთ რუსებისაგან.
მსოფლიო როგორც არასდროს, ისე ახლოს მივიდა დღეს ამერიკისა და რუსეთის უშუალო დაპირისპირებასთან. ადრეც აღვნიშნე, რომ წითელი ხაზი ბავშვების მიმართ ჩადენილი გაუგონარი სისასტიკე იქნებოდა. ოჯახი, ბავშვები – ამერიკელებისათვის ის ღირებულებებია, რომლებზეც დგას ამ დიდებული ქვეყნის საფუძველი. დიაგნოზი უკვე დასმულია და ამერიკამ იცის რომ შეშლილთან კი არა, ანგარიშიან სადისტთან აქვს საქმე, რომლის შეჩერება უკვე მსოფლიო დემოკრატიის ღირსების საკითხი ხდება და გახდა.
და როცა დრო დადგება, დარტყმა იქნება უეცარი, მასიური და გამანადგურებელი. იციან ეს რუსმა სამხედროებმა და ვნახოთ რომელი შიში გადასძლევს მათ გაყინულ თავებში, თავიანთი ხვადაგი ბელადის, თუ …”
თეგები: ზურაბ გურულირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved