• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე, ეროვნებით რუსი ხელოვანი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ომი არ იყოს ჩემს ქვეყანაში – საქართველოში”- ნიკოლაი სვენტიცკი

ალია ავტორი - ალია
20:43 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

“რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებობს საპროტესტო, დიდი წერილი, რომელსაც ხელს მსოფლიოში ცნობილი რუსი ხელოვანები აწერენ… ამ წერილს ჩემი ხელმოწერაც ახლავს და ერთადერთი ვარ რუსეთის ქვეყნის გარეთ მყოფი ხელოვანებიდან, ვინც ხელი მოაწერა… ომის დაწყებიდან პირველივე დღეს შედგა ეს წერილი… თავად ვესაუბრე ოლეგ ბასილაშვილს, სხვებსაც, რომლებიც უკიდურესად აღშფოთებულები იყვნენ”, – უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კვირის პალიტრას  გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი ესაუბრა.

ნიკოლაი სვენტიცკი:

– საშინელებაა დღეს რაც ხდება, დიდი სისულელე მისი მხრიდან, ვინც ომი დაიწყო!

– რუსეთმა – ვლადიმერ პუტინმა დაიწყო?

– რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, მან დაიწყო, აბა, მე ხომ არ დამიწყია?!
– საქართველოს მთავრობის პოზიციაზე რას იტყვით?

– მთავრობისა და ხალხის მხრიდან ნამდვილად არის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა… კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეხმარება, სასტუმროები უფასოა… მოსახლეობა ეხმარება და ეფერება უკრაინელებს. ასე უნდა გაგრძელდეს და ადამიანები მაქსიმალურად გვერდით უნდა დავუდგეთ… მთავრობამ მხარი არ დაუჭირაო, რომ ამბობენ, მე ასე არ ვფიქრობ. რასაკვირველია, მხარდაჭერა არის, მაგრამ ჩვენ ომში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავებათ. პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს მაგის საშუალება, დიდ ქვეყნებს ვეომოთ.

სამწუხაროდ, მე ძალიან კარგად მახსოვს 2008 წელი, მანამდე რა ომებიც გადავიტანეთ, აქამდე გრძელდება ჩვენი ტანჯვა. დღემდე ვერ ჩავდივართ ოსეთში, აფხაზეთში, მე, პირადად, სოხუმში მაქვს ბავშვობა გატარებული, რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს მიწებია და ძალიან გვტკივა.

– კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თქვენ საქართველოში გაზრდილი, ეროვნებით რუსი ბრძანდებით…

– დიახ, საქართველოში გაზრდილი ვარ, ორი თაობა აქ ვცხოვრობთ… ეს ჩემი ქვეყანაა, ჩემი მიწა-წყალია. რა ვქნა, სხვა არ მაქვს, აქ დავიბადე და აქ მოვკვდები!

– სოციალური ქსელი მოიცვა განცხადებამ – “მე ვარ ეროვნებით ქართველი და არ მსურს რუსი ეროვნების თუნდაც ტურისტად შემოვიდესო”…

– დიახ, მეც ბევრგან შემხვდა და, რა თქმა უნდა, დიდ შეცდომად მივიჩნევ. კიდევ კარგი, ეს ქვეყნის ოფიციალური პოზიცია არ არის… არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება, რადგან რუსეთში მილიონ-ნახევარი ქართველი ცხოვრობს და ხომ არ შეიძლება იქაურმა მოსახლეობამ ქართველებს ასე აგინოს?! ყველას უნდა მოვეფეროთ, რადგან ისინი ტურისტები კი არა, რეჟიმს გამოქცეული ხალხია. არანაირი ჯაშუშები ეგენი არ არიან, არ სურთ ჯარში წასვლა და ომში მონაწილეობის მიღება.

იხ. სრულად: kvirispalitra.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved