• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსები აჯანყდებიან და პუტინს ჩამოაგდებენ!”-The New York Times- ის ჟურნალისტი

ალია ავტორი - ალია
12:20 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

The New York Times- ის ამერიკელმა ჟურნალისტმა თომას ფრიდმანმა უკრაინაში ომის დასრულების სამ სცენარზე ისაუბრა.

პირველი სცენარი:

ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს პუტინს, ის უკრაინას გაანადგურებს. ამ სცენარს შეიძლება მოჰყვეს ომის დანაშაულების ისეთი მასშტაბი, როგორიც ევროპას ნაცისტური ეპოქის შემდეგ არ უნახავს.

„თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროს არასოდეს ჰქონია საქმე ამ დონის სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ ლიდერთან, რომლის ქვეყანაც 11 დროის სარტყელშია, არის მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი და ფლობს ბირთვული ქობინების უდიდეს არსენალს მსოფლიოში“, – წერს ფრიდმანი.

მეორე სცენარი:

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ძალაში შევა და ორივე მხარე იძულებული იქნება კომპრომისზე წავიდეს.

„ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ, უკრაინის აღმოსავლეთი, რომლებიც ახლა დე ფაქტო რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, ოფიციალურად გადაეცემა რუსეთს და უკრაინა ღიად დაპირდება, რომ არასოდეს შეუერთდება ნატოს. აშშ და მისი მოკავშირეები შეთანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ ახლახან დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებაზე“, – წერს ექსპერტი.

ექსპერტის აზრით, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პუტინს, ფაქტობრივად, დასჭირდება იმის აღიარება, რომ მან ვერ შეძლო უკრაინის რეინტეგრაციის ხედვის რეალიზება.

მესამე სცენარი:

ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარი ისაა, რომ რუსები აჯანყდებიან და პუტინს ჩამოაგდებენ.

„ათასობით ადამიანი უკვე გამოდის ქუჩებში პუტინის გიჟური ომის გასაპროტესტებლად. ისინი ამას აკეთებენ საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ვნახოთ, მასობრივი მოძრაობა შეძლებს თუ არა, საბოლოოდ დაასრულოს პუტინის მმართველობა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში
ახალი ამბები

Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

17:43 11-24-2026
წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა
ახალი ამბები

წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა

14:16 11-24-2026
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
ახალი ამბები

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

13:55 11-24-2026
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს

13:44 11-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved