• რეკლამა
  • კონტაქტი
00:13, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კინოცენტრი სამინისტროს რუსეთიდან ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამის შეჩერებას სთხოვს

ალია ავტორი - ალია
10:40 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთის „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების ქვეყანაში დაბრუნების პროგრამის შეჩერების მიზნით, კულტურის სამინისტროს მიმართავს.

კინოცენტრის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად იგეგმებოდა 8 ქართული ფილმის ასლების დამზადება და ამ მიზნით თანხის ნაწილი „გოსფილმოფონდს“ უკვე გადაერიცხა, მეორე ნაწილი კი სამინისტროს სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა გადაერიცხა:

„მოგეხსენებათ, რომ ეროვნულ კინოცენტრს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად 2016 წლიდან ჩამოაქვს რუსეთიდან „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების ასლები მათი აციფრვისა და აღდგენის მიზნით.

ამჟამად გაფორმებულია კონტრაქტი „გოსფილმოფონდთან“ 149 660 აშშ დოლარზე. მისი საგანია 8 ქართული ფილმის ასლების დამზადება „გოსფილმოფონდის“ ბაზაზე. ამ თანხიდან 52 522 აშშ დოლარი დეკემბერში გადაირიცხა ავანსად იმ მიზნით, რომ „გოსფილმოფონდს“ შეეძინა „კოდაკის“ ფირი. ფირი ჯერ შეძენილი არ არის და არც ისაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა „გოსფილმოფონდი“ მის შეძენას რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების გამო“ – ამბობს გაგა ჩხეიძე.

კინოცენტრში შიშობენ, რომ დარჩენილი 325 272 ლარის რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში გადარიცხვის შემთხვევაში მოხმარდება რუსეთის სამხედრო მანქანას უდანაშაულო ხალხის და ქალაქების გასანადგურებლად და პროექტის შეჩერების მოთხოვნით კულტურის სამინისტროს მიმართავენ:

„თანხის დარჩენილი ნაწილი – 325 272 ლარი – კულტურის სამინისტრომ უნდა გადარიცხოს სამუშაოების დასრულების შემდეგ. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად ძვირფასია ეს პროექტი როგორც კინოცენტრისთვის, ისე პირადად ჩემთვის, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო ამორალურად მიმაჩნია თანხის გადარიცხვა რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის. ეს თანხა დიდი ალბათობით მოხმარდება რუსეთის სამხედრო მანქანას უდანაშაულო ხალხის და ქალაქების გასანადგურებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული კინოცენტრი აპირებს პროექტის შეჩერებას. ამავე დროს კულტურის სამინისტროს ვთხოვთ, პროექტისთვის გათვალისწინებული დარჩენილი თანხა – 325 272 ლარი – ჩარიცხოს ეროვნული კინოცენტრის ანგარიშზე, იმისათვის რომ კინოცენტრმა დააფინანსოს ქართული კინოწარმოება, რომელსაც ჰაერივით სჭირდება თითოეული თეთრი.

თანხა მოხმარდება მიმდინარე პროექტების დასრულებას, ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამა კი აუცილებლად გაგრძელდება ომის დამთავრების შემდეგ. შესაბამისი წერილი გაიგზავნა კულტურის მინისტრის სახელზე. იმედს ვიტოვებ, რომ მინისტრი ჩვენს თხოვნას დააკმაყოფილებს“ – აცხადებს გაგა ჩხეიძე.

„ნეტგაზეთი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved