• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოღონდ მათი ფული გადაიხადონ! მათ ხომ ბევრი ფული აქვთ ბაბა!ხომ გესმით რა განსხვავებაა „წაეთრიეთ სახლში“ და „მობრძანდი გენაცვალეს“ შორის?!!”-ასტროლოგი, რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
21:08 03-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

ასტროლოგი, რამაზ გიგაური საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ ქართველებს აკრიტიკებს, ვინც ფულის სანაცვლოდ “რუს ლტოლვილებს” ღიმილით ხვდება.

“თუ გინდათ, რომ დაინახოთ რა განსხვავება უკრაინელებს და ქართველებს შორის, დააკვირდით, როგორ ხვდებიან უბრალო უკრაინელები და უბრალო ქართველები მათ ქვეყანაში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს.
ოღონდ თქვენი ვიწრო „ბაბლით“ ნუ იმსჯელებთ.

მთელმა მსოფლიომ დაგვიმტკიცა, რომ პოლიტიკა და ბიზნესი (სპორტი, ხელოვნება და ა. შ.) არ ემიჯნება ერთმანეთს. ის ერთმანეთშია გადაჯაჭვული.
რესტორნებში ამ პერიოდამდეც ჯერ კიდევ უკრავდნენ რუსულ სიმღერებს და ახლა კიდევ უფრო „მოერგებიან“ რუს მსმენელს.
იტყვით, რა დაემართათ ამ ქართველებს?

ამ ადამიანებს აღარ ახსოვთ 9 აპრილი, აფხაზეთში და სამაჩაბლოში რუსეთის ომები ჩვენთან? რა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელი შინდისის გმირები და ანწუხელიძე?

ამ ადამიანების გონებას რაღაც საშინელი დაემართა.
მათი გონება უბრალოდ, გადალესილია.
აქ თვითგადარჩენის ინსტიქტზე კი არ არის საუბარი.
არააა. მათ გადასარჩენი მართლა არაფერი აქვთ.
მათი გონება და გული გარყვნილი და გათახსირებულია.
ისინი პირფერული ღიმილით დახვდებიან „რუს ლტოლვილებს“, დააბინავებენ, ფეხებს დაუთბობენ, „ძენ პაბედის“ ჩაურთავენ და საკუთარ მამას მსახურადაც კი დაუყენებენ.

ოღონდ მათი ფული გადაიხადონ.
მათ ხომ ბევრი ფული აქვთ ბაბა!
უკრაინელები ტანკებს შიშველი ხელებით წინ უდგებიან.
უკრაინის მოსახლეობა ოკუპანტებს უყვირიან: „წაეთრიეთ სახლში!
ხომ გესმით რა განსხვავებაა „წაეთრიეთ სახლში“ და „მობრძანდი გენაცვალეს“ შორის.
ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ რუსეთთან თანაცხოვრების დროს. ამ დანაკარგებს შორის ღირსება პირველ ადგილზეა.
როგორც ის კგბ-ს აგენტი ამბობს (რომლის ვიდეოც დავდე ამას წინათ ჩემს გვერდზე) – ადამიანების ტვინების „გამორეცხვას“ 15-20 წელი სჭირდება. ჩვენ კი ბევრი 15-20 წელი მოვდივართ მათთან ერთად.
საშველი დროში არ არის. თუ არასწორად მიდიხარ, დროში კიდევ უფრო აცდები ჭეშმარიტ გზას.
საშველი გაცნობიერებაშია.
ან ტკივილით.

ცვლილება მხოლოდ ამ ორი გზით მოდის.
ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვაცნობიერებთ, ამიტომ მოგვიწევს ტკივილით გადახდა.
და ვისაც არ გვინდა ეს, ვინც ვაცნობიერებთ ამას, ვუთხრათ ყველას, რომ მიიღო „რუსი ლტოლვილი“ და მას აქ თბილი გარემო შეუქმნა, ეს ნიშნავს შენს ქვეყანაში ჩაასახლო რუსი მოქალაქეები, ბევრი, ძალიან ბევრი და ხვალ „მონღოლთა მეფე-სატანა“ მათი დაცვის მიზნით მთლიან საქართველოს.
„ვაიმე არ დაგვმბობოს“ არ არის საჭირო.

უკვე ვიბომბებით. ოღონდ სხვანაირად.
აქედან გამომდინარე, ჩემს თვალში ყველა ქართველი, რომელიც ლაქიის ღიმილით ხვდება „რუს ლტოლვილებს“, მათ ემსახურება და მზად არის თუ ისინი, ბევრ, ბევრ ფულს გადაუხდიან, ისეთი რამეც კი იკადროს, რომელსაც კი ვერ იფიქრებდა, ჩემთვის ოკუპანტის ტოლ-სწორია.
ამ ადამიანებს თამამად შეუძლიათ შვილიშვილებს მომავალში უთხრან: მე „მომკლეს“ ბაბუ!”, – წერს გიგაური.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved