• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული და იქნება დადებითი

ალია ავტორი - ალია
13:40 03-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

პროგნოზს არ გავაკეთებ იმ თემაზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირმა. ამაში ჩართული იქნება ყველა სტრუქტურა, მათ შორის ევროპარლამენტი, აღმასრულებელი სტრუქტურები. მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, რა ვადაში შეიძლება, მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

როგორც კობახიძე ამბობს, იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული.

„შანსები არის ძალიან კარგი. პროგნოზს არ გავაკეთებ იმ თემაზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირმა. ამაში ჩართული იქნება ყველა სტრუქტურა, მათ შორის ევროპარლამენტი, აღმასრულებელი სტრუქტურები. მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან პროგნოზის გაკეთება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული და იქნება დადებითი. რა თქმა უნდა, იმავეს ვუსურვებ უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ სამმა ქვეყანამ, ე.წ. ტრიომ ერთდროულად პრაქტიკულად შევიტანეთ ეს განაცხადი. მგონი, პერსპექტივები ძალიან კარგია და იმედია, რომ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციას დაწყებული აქვს მუშაობა განაცხადის წინააღმდეგ, თუმცა კობახიძე ფიქრობს, რომ მათ არ აქვთ რესურსი, შეცვალონ რაიმე.

კითხვაზე: „რამდენად არის მზად თქვენი გუნდი მოთხოვნილი რეფორმების გასატარებლად“, კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი წინაპირობაა ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ნათლად მიყვებიან.

„პირველ რიგში, რაც შეეხება ანულირებულ დოკუმენტს, ბუნებრივია, ანულირებული დოკუმენტი აქ ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება კრიტერიუმი. ჩვენ გვაქვს ერთი დოკუმენტი, რომელსაც მივყვებით და ეს არის ევროკავშირთან შეთანხმებული დოკუმენტი, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც შეთანხმებულია. მათ შორის ამ დოკუმენტში არის ასახული სასამართლოსთან დაკავშირებული პუნქტებიც და რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამ პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებით და ამ დოკუმენტს ბუნებრივია, ბოლომდე მივყვებით. აქაც ხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს სპეკულირებას. არაფერ შუაში არ არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან ან კანდიდატის სტატუსის მიღებასთან მიშელის დოკუმენტი, რომელიც იყო პოლიტიკური შეთანხმება არა ევროკავშირთან, არამედ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რასაც სხვათა შორის, მუდმივად ხაზს უსვამდნენ ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები. ამ დოკუმენტს არავითარი კავშირი არ ჰქონდა გაწევრიანებასთან, ამ დოკუმენტის მიზანი იყო, დასრულებულიყო ხელოვნური კრიზისი, ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. პრინციპში, ეს მიზანი ამ დოკუმენტით შესრულდა, რისთვისაც ჩვენ მადლობა გადავუხადეთ კიდეც შარლ მიშელს.

რაც შეეხება თვითონ ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის დამოკიდებული ერთადერთ დოკუმენტზე. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი. თქვენ იცით, რომ ჩვენ განზრახული გვქონდა 2024 განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად სწორედ იმის გამო, რომ ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა ორ წელიწადში 70 პროცენტამდე გვინდოდა მიგვეყვანა, თუმცა შეიცვალა კონტექსტი და ჩვენ მივიღეთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილება ამ განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით. ამას ჰქონდა თავისი ლოგიკური ახსნა და სწორედ ამიტომ მივედით ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთადერთი დოკუმენტი, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისა და მანამდე კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობაა, ასოცირების დღის წესრიგია, რომელსაც ჩვენ ნათლად მივყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved