„ძალიან ბევრ პოსტზე მომნიშნეს რუსების მიღებასთან დაკავშირებით და ბარემ დავპოსტავ ამაზეც.“ – წერს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.
„მე პირადად ვერც რუს მივიღებ სახლში და ვერც ფრანგს. იმიტომ კი არა ტრ@კს ვათამაშებ, უბრალოდ ვიწროდ ვცხოვრობთ და სტუმარი რომ მოდის ჩვენთან, ოჯახის რომელიმე წევრი გავდივართ სახლიდან.
ახლა ვიდრე ონისე (ან ვინმე) კომენტარს გააკეთებს, სხვა სახლებიც ხომ გაქვსო, მოგახსენებთ, რომ ერთი გაქირავებული მაქვს უკვე, ხოლო მეორეში, სადაც მართლა, როგორც იტყვიან ცხენი გაჭენდება, დედა ცხოვრობს.
ამ ეტაპზე არ მახსენდება ეროვნება ან ნაცია, რომელსაც დედაჩემი იგუებს. თუ არ გჯერათ მიბრძანდით საფიჩხიის სახლში დედაჩემთან და ნამდვილ ომს მაშინ ჩახედავთ თვალებში.














კომენტარები