რუსეთის დუმის დეპუტატი, ლუდმილა ნარუსოვა პუტინს საკუთარი ჯარისკაცების მკვლელობაში ამხელს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე დეპუტატმა ნარუსოვამ თქვა, რომ წვევამდელები უკრაინასთან ომში ძალით წაიყვანეს და ამოხოცეს. 100 კაციანი ბატალიონიდან სახლში მხოლოდ 4 დაბრუნდა. მხოლოდ ერთი ბატალიონიდან 96 ჯარისკაცია დაღუპული.
გუშინ სამხედრო მოქმედებების ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ ჯარისკაცები, რომლებსაც აიძულებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ან მათ მაგივრად აწერდნენ ხელს. 100 კაციდან ცოცხალი მხოლოდ 4 ადამიანი დარჩა. დაადასტურეთ ეს ინფორმაცია! ” – თქვა ნარუსოვამ.














კომენტარები