• რეკლამა
  • კონტაქტი
19:52, კვირა, 14 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას ვხედავ – დაუყენებია ეს რუსები წინ, ხელში პისტალეტს ათამაშებს და ესენი ყვირიან – პუტინ ხუილო! – ღამის თბილისის ქუჩაბანდებიდამ…” ლუკა ბაქანიძე

ალია ავტორი - ალია
04:38 03-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290

მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ გვერდზე, Lukrecio Bakanidze, წერს:

 

“ამ პატარა ჩანახატს ღამის თბილისის ქუჩაბანდებიდამ პრინციპულად არსად ვაქვეყნებ და გიძღვნით მხოლოდ თქვენ, ჩემო ძვირფასო ფბ-ფრენდნო…
მაშ ასე:
ბიჭო და ჩაველ გუშინ ბარში. ხმაურია და აყალმაყალი. მუსიკა ტვინს ღუნავს და ამეხადა თავი, მაგრამ ერთადერთი ბარია, სადაც რასაც და როგორც გინდა იმას იზამ. ამიტომ სულ კვამლი დგას შიგ.

ნაირგვარი ბოლი იგი წმიდა. ადგილიც ისეთია, პატრული კიარა ვერ მიაგნებს შერლოკ ჰოლმსი, მისამართი რომც იცოდეს. სადღაც ბნელებში მიხოხავ-ჩადიხარ-უხვევ-გაამტვრევ-აღებ და უცებ ეძრობა დარბაზი და მუსიკა. ჰოდა მაგიტო მიყვარს, მარა ამეხადა თავი და ამოველ.

კაი ღამეა. სამი სული ვართ, ორნი ლუდის ბოთლებით, ერთი არყიანი მათარით და მიწის თხილით. სულ ყველა ზავეძენია ვიცით რაც კი არსებობს და გადავწყვიტეთ აღმოვაჩინოთ რაიმე სხვა.

გაწვიმდა მაგრამ გვკიდია. მოვტასაობთ შუა რუსთაველზე მაგარ წვიმაში და ვსვამთ, ვიმღერით, ვცეკვამთ. დროდადრო ავუხვევთ-ჩავუხვევთ და ვეძებთ ბარებს. ზოგი ვიცით უკვე, ზოგი დაკეტილია და აეგრე.

ერთხელაც ავუხვიეთ და ვა – ანათებს აბრა. ზავეძენიაა რაღაც. შევლაგდით. სულ გალუმპულები. დავჯექით და გაფორმებამ გაასწორა – იქით ძველებური ლამფიანი ტელევიზორია ჩართული, ოღონდ არაფერს აჩვენებს, პროსტა შიშხინებს და ეკრანზე ჭიანჭველები დარბიან. აქეთ საბეჭდი მანქანა დგას. ერთ მაგიდაზე ვიღაც ღიპიანი კასტუმიანი მასტები უბერავენ წინაპართა სადღეგრძელოებს. ჩვენს გვერდით შვიდიოდე კეპკიანი როჟა უზის მაგიდას. ხმას არ იღებენ. თავჩაღუნულები ჩუმად ჭამენ. დავინტერესდი მეთქი რა კამანდაა. გავიდა ერთი მოსაწევად გარეთ და გავყევით ორნი. გამოდგნენ რუსები. დღეს ჩამოსულები. ამას, ჩემიანს, გაუნათდა სახე: ისედაც არ ევასება რუსები და ახლა კი პირდაპირ ნადირობს მაგათზე. ხოდა გაუნათდა სახე და მეუნება, ავიყვანოთ ეგერ ჩიხში ყველა და დავტოვოთ იქა.

არადა ბიჯო ვუყურებ და ცუდადაა მასტი აშკარად. აი იმენა ცუდადაა. ჩამოსტირის თავპირი. მე კიდევ კეთილი როჟა ვარ. მეტისმეტად კეთილი. რო ვიცოდე, ტიპმა გუშინ ოჯახი ამომიწყვიტა, თუ ცუდად არის შანსი არაა დავუშავო რამე. პირიქით. ყველაზე დიდი მინუსი ეგა მაქ მოკლედ და ძაან მრცხვენია, ეგეთი უაზროდ კეთილი როჟა რო ვარ. ხოდა ვაკავებ ამას. გაანებე ბიჯო თავი. დედა ეტყნებათ ისედაც, ხო ხედავ, ტირიან კლიენტები ლამის. მეთქი აჰა შენ პლანი, რუსაკს ვეუნები, მოგეშვება. არ ვეწევიო. აჰა აბა ჭაჭა, გაგისწორდება. არა ვსვავო და გააძრო აიქოსი, ტრუხა კვამლის ქულებს უშვებს.

ჩემდათავად, მირჩევნია ხვალ დავიბრიდო სიგარეტით და ბოთლით ხელში, ვიდრე უსიგარეტოდ და უბოთლოდ ვიცხოვრო ოთხმოცი წელი. ამიტომაც ავარიდე თოლი და შევბრუნდით.

მოვიდა მენიუ და გავგოიმდი – რომელი კერძის აზრზეც არ ვიყავი, ის შევუკვეთე. ყველაზე ჩახლართული სახელწოდება რასაც ქონდა. ამათ მოუვიდათ თავისი და ჭამენ და მე ველი, რას მომიტანენ. სახელწოდების მიხედვით, ძაან იდეინი საკვები უნდა იყოს. ალბათ გაექცათ სამზარეულოდან და ახლა ეძებენ. და მოვა რაღაც ათასფეხა და ცხრათავა ლურჯი როჟა ყვითელი ზოლებით, ორთქლადენილი. დადაამ და მოიტანეს როგორც იქნა და დამიდეს წინ. დავხედე – ფოთოლი დევს თეფშზე. აი მართლა. ორი თუ სამი ჩვეულებრივი ფოთოლი. ამათ აუტყდათ სიცილი, იჭაჭებიან. რა უნდა მექნა და დანა ჩანგლით ვჭრი ამ ფოთოლს და ვფიქრობ, რომელი ხიდან ჩამოცვივდა ნეტა. რო მოვუტყან ამათ ო,ჰენრა დედები. თან ამაოდ ვცდილობ ტომ სოიერის ეფექტი გავჩითო – მესერს რო აღებინებს ძმაკაცებს და იმათაც უხარიათ. თვალებს ვნაბავ – ღმერთო, რა გემრიელია! ესეთი მაგარი აფერი მიჭამია ბოზიშვილივიყო, ძმებო! ვერ შევქმენი ეგ ეფექტი. სხვა დროს მიქნია წარმატებით და ახლა ვერა. დამცინიან, კვდებიან სიცილით.

ეს ერთი ჩემიანი ამასობაში ყოველ ყლუპ არაყზე რუსაკებისკენ იწევს და ძლივს ვაკავებ. ისინიც ისევ ისე ზიან მობუზულები. ხო რუსაკების დედაც, მაგრამ ვიწვი მათი ცოდვით, ბლიად. შევედი ტუალეტში, გამოვედი და ბიჯო, აღარ ჩანს ჩემი ბრატი. რუსების მაგიდაც შეთხელებულა რაღაც და პიზდეც, მეთქი ახლა ადუღებს ალბათ გარეთ, და გავვარდი. გავაჭერი და რას ვხედავ – ჩემს ბრატს დაუყენებია ეს რუსები წინ, ხელში პისტალეტს ათამაშებს და ესენი ყვირიან – პუტინ ხუილო! პუტინ ხუილო! სლავა უკრაინე! სლავა უკრაინე! გავიხედ-გამოვიხედე – კიდეკაი ძაან ღამეა და კაციშვილი არაა, არც პატრული მოჩანს სადმე. და ავითესეთ შუსტრად იქიდან.

გარეთ ისევ მაგრად წვიმს. საცაა გათენდება კიდეც. ქაშუეთამდე ვიარეთ და მერე ვეღარ გავძელი – ძაან სველი ვარ და მცივა ბლიად. ესენი ჩაიყარნენ ტაქსში და ამოვუხვიე სახლისკენ. მოვედი და ვხედავ ჩემს კართან ზის ბუკა. შავთეთრი ცუგა. მეთქი რა გინდა, ბუკა, შეჩემა. – ახოტნიჩი მაჭამე ძმურად! -მთხოვს ბუკა. მერე მე დილით რა ყლე ვჭამო? – ვეკითხები ბუკას. მაშინ პაპალამ, – მეუბნება ბუკა. – ნახევარი შენ, ნახევარი მე! აჰა, ეგრე ოკ, ეგრე კიბატონო, ბუკა, ვეუნები. კარს ვაღებ, ვიღებ ახოტნიჩს და ნახევარს ვაჭმევ. ბუკა მიდის, მეკიდე ვფიქრობ – დავიძინო? მალე გათენდება და საწერი მაქვს დილით ოხრად. სხვა დროს ვერ ვწერ. და არ დავიძინე. ისედაც ვერ ვიტან ძილს. რა პონტია ძილი. ეგება და რა ხდება, როცა შენ გძინავს…’

თეგები: ლუკა ბაქანიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved