• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ მამაჩემი გაიქცა, უკრაინა დატოვა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ის იყო პირველი, ვინც 2008 წელს საქართველოში ჩამოვიდა თქვენი ქვეყნის დასაცავად..”-იუშჩენკოს შვილი

ალია ავტორი - ალია
11:46 03-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს შვილის ინტერვიუ “რუსთავი 2-ის” ეთერში – ვიტალინა იუშჩენკო აცხადებს, რომ უკრაინა ოჯახის არცერთ წევრს არ დაუტოვებია, თავად კი მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა.

“არაფერია ისეთი საშინელი, როდესაც ცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც ომია, განსაკუთრებით ბავშვებთან ერთად, ყველაზე დაუცველად გრძნობ თავს. ამჟამად უსაფრთხოდ ვართ. მე ჩავეწერე ტერიტორიის მოხალისეობრივ დაცვაში. რაც მთავარია, ოჯახის ყველა წევრი სამშობლოში ვართ, არავის დაგვიტოვებია ტერიტორია. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის გარშემო გაერთიანდეს ხალხი, ქართველები 3 მილიონი ხართ, ჩვენთან 43 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისე ჩანს, რადგან ბევრი ვართ, მარტივია თავის დაცვა, თუმცა დღევანდელ სიტუაციას მხოლოდ ერთიანობა თუ უშველის.

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ მამაჩემი გაიქცა, უკრაინა დატოვა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ის იყო პირველი, ვინც 2008 წელს საქართველოში ჩამოვიდა თქვენი ქვეყნის დასაცავად და წარმოუდგენელია ვინმე ფიქრობდეს, რომ მამაჩემი თავის ქვეყანას არ დაიცავს და მიატოვებს. მე არ შემიძლია დავასახელო რეგიონი სადაც ვცხოვრობთ, მაგრამ უკრაინა არცერთ ჩვენგანს, მით უმეტეს მამაჩემს არ დაუტოვებია. ყოველ წამს ველოდებით ომის დასრულებას და რაც ახლა ხდება არამხოლოდ საშიშია და ფსიქოლოგიურად მძიმე, არამედ გაუგებარი.

ხალხს აქვს კითხვა – რატომ მოხდა ეს უბედურება 21-ე საუკუნეში. ძალიან ვწუხვარ, რომ ახალი თაობა ისევ გაიზრდება მამის, ძმის გარეშე. საშინელებაა, რომ ამ ყველაფერს ეჩვევი – ეჩვევი სროლას, აფეთქებას, ბომბების ხმას, ეს ყოველდღიურობა ხდება და აღარ გიკვირს. რამით არ მძინავს, მესმის, როგორ დაფრინავს მტერი ჩვენს თავზე, ვლოცულობთ, რომ დამთავრდეს ომი, ვლოცულობთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის,”-განაცხადა ვიტალინა იუშენკომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved