• რეკლამა
  • კონტაქტი
20:58, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაუქმდეს უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან – საქართველოს მოქალაქეების პეტიცია

ალია ავტორი - ალია
11:39 03-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

საქართველოს მოსახლეობა საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი პეტიცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

საქართველოს მოქალაქეები მთავრობას მოუწოდებენ დაწესდეს რეგულაციები რათა
ოკუპანტი ქვეყნიდან მოხდეს მხოლოდ იმ მოქალაქეების მიღება, რომელთაც დასაბუთებულად ემუქრება პოლიტიკური დევნა.

“საქართველოს მოქალაქეების მიმართვა მთავრობას.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსეთის მოქალაქეებს ბანკომატებიდან გამოაქვთ დოლარი და დოლარშივე ყიდულობენ ბინებს. შედეგად სუსტდება ეროვნული ვალუტა.

რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით 2014 წელს პუტინმა მოახდინა ყირიმის ანექსია. იგივე საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას.

მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნიდან მოხდეს მხოლოდ იმ მოქალაქეების მიღება, რომელთაც დასაბუთებულად ემუქრება პოლიტიკური დევნა.

დანარჩენების მიღება საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან მათ შორის შეიძლება იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

დღეს საქართველო განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. იმ დროს, როდესაც უკრაინაში რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სამშობიაროებს და ასობით ბავშვია გარდაცვლილი,  მნიშვნელოვანია რუსეთის მოქალაქეები დარჩნენ რუსეთში და გააპროტესტონ მათი აგრესორი მთავრობის ქმედება.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სასწრაფოდ შემუშავდეს კონკრეტული რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც მხოლოდ პოლიტიკურად დევნილი რუსეთის მოქალაქეების შემოშვება მოხდება საქართველოში. ასევე დაწესდეს კონკრეტული ვადა, რა პერიოდითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის მოქალაქის საქართველოში გაჩერება (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე),” – ნათქვამია პეტიციაში.

ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციებისა და მსოფლიოში რუსებისადმი დამოკიდებულებების გამო, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ბოლო ერთ კვრაში 5000-მდე მიაღწია. ბევრი მათგანი საქართველოში ცხოვრებისთვის მზადაა და საცხოვრბელ ბინებს ყიდულობენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved