• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანქციების დაწესების შემდეგ, რუსი მილიარდერების იახტებმა გეზი მალდივებისკენ აიღეს – Reuters

ალია ავტორი - ალია
14:01 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

Reuters მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი მილიარდერები საკუთარი სუპერიახტებით მალდივებისკენ მიდიან. გემების მონიტორინგის მონაცემებმა აჩვენა სულ მცირე 5 იახტის გადაადგილება. ისინი ან გაჩერდნენ ან გადაადგილდებოდნენ ინდოეთის ოკეანეში. გემების გადაადგილება მოჰყვა რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციების დაწესებას.

მალდივის კუნძულებს აშშ-სთან ექსტრადაციის ხელშეკრულება არ აქვს.

ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესში გამოსვლის დროს თქვა, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც რუსი ოლიგარქების ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

ოთხშაბათს გვიან Forbes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიამ რუს მილიარდერს ალიშერ უსმანოვის მეგა იახტა ჩამოართვა.

უსმანოვი იმ მილიარდერთა სიაში იყო, რომლებსაც ორშაბათს ევროკავშირი სანქციებით დაემუქრა.

მანამდე, სუპერიახტა Clio, რომელიც ეკუთვნის ოლეგ დერიპასკას, ალუმინის გიგანტის Rusal-ის დამფუძნებელს, ოთხშაბათს მალდივების დედაქალაქ მალესთან ნახეს გაჩერებული, იტყობინება MarineTraffic.  ოლეგ დერიპასკას 2018 წელს აშშ-მ სანქციები დაუწესა.

“ტიტანი”, რომელსაც ფოლადის მწარმოებელი Evraz-ის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე აბრამოვი ფლობს მალდივებზე 28 თებერვალს ჩავიდა.

რუსი მილიარდერების კუთვნილი კიდევ სამი იახტა ნახეს ოთხშაბათს მალდივის წყლებში. მათ შორისაა “ნირვანა”, რომელიც ეკუთვნის რუსეთის უმდიდრეს ადამიანს, ვლადიმერ პოტანინს.

Reauters წერს, რომ მალდივების მთავრობამ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.

„მთავარი არხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

14:39 11-28-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved