დაღუპული რუსი დამპყრობლების გამოსაყვანად უკრაინის რკინიგზამ შეიარაღებულ ძალებს სამაცივრე ვაგონები მიაწოდა. ინფორმაციას უკრაინის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.
„უკრაინის რკინიგზა 20 სამაცივრო ვაგონს აგზავნის 200 რუსი ჯარისკაცის გამოსაყვანად ოდესა-ზასტავასა და ზაპოროჟიეს სადგურებიდან.
ერთი სამაცივრო ვაგონის ტევადობა 50 ტონაა, ანუ შეგვიძლია გამოვიყვანოთ რუსი ოკუპანტების 1 0000 დაღუპული ჯარისკაცი“, – წერია განცხადებაში.
ეს ვაგონები გამოყენებული იქნება მხოლოდ დაღუპული რუსი ოკუპანტების გადასაყვანად. ისინი ამჟამად სადგურებზე იმყოფებიან და სრული დატვირთვის მოლოდინში არიან.
გარდა ამისა, უკრაინის რკინიგზა შეიმუშავებს რეგულაციებს ასეთი მატარებლების გადაადგილებისთვის.
წყარო: pia.ge














კომენტარები