საქართველო რუსეთის წიანააღმდეგ დაწესებულ ევროპულ სანქციებს არ უერთდება და საჰაერო სივრცეს ოკუპანტი ქვეყნისთვის არ კეტავს, რაც შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადზე, უარის მიზეზი გახდეს – ეს განცხადება დღეს, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა გააკეთეს, სადაც ამბობენ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე, სწორედ ევროკავშირის კანონებით რეგულირდება და მათი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა, მათ შორის, საქართველოს ეკისრება ვალდებულება, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ჩაკეტოს ოკუპანტი ქვეყნისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე;
ანტიკორუფციული მოძრაობა, მთავრობის ადმინისტრაციას მიმართავს და ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს;
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმის დაწყების შემდეგ, რუსეთის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდა;














კომენტარები