• რეკლამა
  • კონტაქტი
07:40, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო“ – რა მოხდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში?

ალია ავტორი - ალია
12:01 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

“44 წლის თამარი 22 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდ-19-ის გართულებული ფორმით კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი იხსენებს, დედისა და ნაყოფის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკული იყო.

“ორსულობის 22-ე კვირაზე პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვად სუნთქვაზე. ნაყოფის წონა იყო 420 გრამი. შემდგომი ოთხი კვირის განმავლობაში დედა იმყოფებოდა მართვად სუნთქვაზე, შეუძლებელი იყო საკეისრო კვეთის ჩატარება ნაყოფის გესტაციური ასაკისა და წონის გამო.

ამ ოთხი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაისვა საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ დედის მძიმე რესპირატორული დისტრესის გამო,” – იხსენებს რატიანი.

კლინიკის პროფესიონალთა გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგად 25-ე კვირის ბოლოს ჩვილი, სახელად ლაზარე დაიბადა, ის 650 გრამს იწონიდა. ამის შემდეგ ჩვილი ნეონატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, ის მართვად სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, კრიტიკული იყო.

8 კვირის შემდეგ თამარი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს, ამის პარალელურად, პატარა ლაზარემაც დაიწყო წონაში მატება და მისი სასიცოცხლო პარამეტრები დარეგულირდა.

დღეს ლაზარე 2700 გრამს იწონის. რამდენიმე დღეში მასაც დედის მსგავსად კლინიკიდან გაწერენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ქალბატონ თამარს ულოცავს დედის დღეს,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved