• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

150 000 ლარს გადაუხდიან გარდაცვლილი პაციენტების ოჯახებს კლინიკა “ვივამედი” და მისი ყოფილი დირექტორი – საქმის დეტალები

ალია ავტორი - ალია
03:41 03-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,034
ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“განსაკუთრებით რთული და ემოციურია სამედიცინო სფეროში ჩადენილი დანაშაული. ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ექიმს ღმერთივით უყურებს და ეს ექიმი, რომ გაწირავს, საკუთარი ამბიციების და ანგარების განო, განსაკუთრებით მძიმეა. ეს საქმე ალბათ ბევრს გახსოვთ. ადამიანის უფლებათა ცენტრის 2016 წლის 22 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება კლინიკა „ლანცეტში“ სავარაუდო დანაშულის ჩადენის ფაქტზე.
არასოდეს დამავიწყდება კლინიკა “ლანცეტში “ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილი კარლო კეკელიძისა და გიორგი ჩუბინიძის ოჯახის წევრები. განადგურებულები მაცნობდნენ საქმის დეტალებს. სწორედ იმ დღეს ვთქვი, რომ ამ საქმეს რა დროც არ უნდა დასჭირვებოდა ბოლომდე მივყვებოდით.
ამჯერად მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაც ბოლომდე მივიყვანეთ. ჩვენს მიერ დასახელებულ თანხას დაეთანხმნენ მოპასუხეები პაექრობის ეტაპზე, დაზარალებული ოჯახები მიიღებენ მატერიალურ და მორალურ ანაზღაურებას, სამწუხაროდ იმ ზიანს რაც მათ მიადგათ ვერაფერი აანაზღაურებს.”
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს და წერს:
28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე საქმეზე, მხარეებს შორის მორიგებით, გადაწყდა, რომ მოპასუხეები – ფარმან ჯეირანლი და კლინიკა „ვივამედი“ მოსარჩელეებს გადაუხდიან 150 000 (ასორმოცდაათი ათას) ლარს, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლინიკა „ლანცეტში“ (ამჟამად – „ვივამედი“), ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის  შედეგად გარდაცვლილი გიორგი ჩუბინიძისა და კარლო კეკელიძის ოჯახის წევრებს.

2021 წელს ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

უფრო ადრე, ადამიანის უფლებათა ცენტრის 2016 წლის 22 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება კლინიკა „ლანცეტში“ სავარაუდო დანაშულის ჩადენის ფაქტზე.
სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 1 აგვისტოს დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის (ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტის ნაწილში და სასჯელის სახედ და ზომად მას 6 ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

სასამართლოს განაჩენამდე, ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კლინიკა „ლანცეტს“ ადამიანის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციები აეკრძალა.
თეგები: ვივამედილანცეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved