კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ახალ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მტერი სულ უფრო უახლოვდება დედაქალაქს.
ის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაიჯერონ დეზინფორმაცია, რადგან რუსეთი უამრავ ტყუილს ავრცელებს.
“კიეველებო მტერი დედაქალაქისკენ მოიწევს. მან ღამით ბელაია-ცერკოვი დაბომბეს, იყო ბრძოლა ბურჩასა და გოსტომელში. ჩვენ ვემზადებით და დავიცავთ კიევს!
ყველა კიეველს მოვუწოდებ, არ დაკარგონ გამძლეობა. არ დაიჯეროთ დეზინფორმაცია. მტერი უკრაინელების გასატეხად ბევრ ტყუილს ავრცელებს. ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ რესურსებს!
კიევი მედგრდ დგას და დადგება. ჩვენ ვიბრძოლებთ!”, – ამბობს კლიჩკო.
მისივე თქმით, გუშინ კიევში 2 სარაკეტო იერიშისას 5 ადამიანი დაიღუპა.














კომენტარები