იმ აქციებზე, სადაც ბევრი ადამიანი გულწრფელად იკრიბებოდა უკრაინის მხარდასაჭერად, ვერ მოითმინეს დესტრუქციულმა ძალებმა და აჩვენეს თავიანთი რეალური სახე, რომ არიან მაროდიორები და ადამიანების უბედურებითა და გაჭირვებით მაროდიორობენ,- ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ვერ მოითმინეს დესტრუქციულმა ძალებმა და უკვე რეალური სახე იმ აქციების, სადაც ბევრი ადამიანი გულწრფელად იკრიბებოდა უკრაინის მხარდასაჭერად, შეცვალეს ისეთი გზავნილებით, როგორიც არის ჩვენი სამართალდამც ავებისველების შეურაცხყოფა, პოლიტიკური ინტერესით სავსე პოზიციების დაფიქსირება, რითაც ისინი აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ ესენი არიან მაროდიორები და ადამიანების უბედურებითა და გაჭირვებით მაროდიორობენ, ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ ნებისმიერი სიტუაცია“,- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
იმედინიუსი














კომენტარები