„ტაბულას“ ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, მსოფლიო რაგბიმ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. გარდა ამისა, ამ ქვეყნებს ორგანიზაციის წევრობაც შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
ორგანიზაციამ დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და ბელარუსის მხრიდან მათი მოკავშირეობა, უკრაინელ ხალხს კი სოლიდარობა გამოუცხადა.














კომენტარები