თურქეთი არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
Anadolu Agency-ის ცნობით, თურქულ ტელეარხ Haberturk-სთან საუბრისას, ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ „პრინციპის დონეზე, თურქეთი მსგავს სანქციებში ფართო გაგებით მონაწილეობას არ იღებდა“.
„არ ვაპირებთ აღნიშნულ სანქციებთან შეერთებას,“ – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება მექსიკაც, რომლის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ მას სურს ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.














კომენტარები