მთავარი არხის ინფორმაციით, მოსკოვში 5 ბავშვი დააკავეს, რომლებიც უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის გამოსახატად მივიდნენ და ყვავილები მიიტანეს.
არასრულწლოვნებს მთელი ღამის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარება უწევდათ, თუმცა ადვოკატების საშუალებით ისინი გაათავისუფლეს.
სანქტ-პეტერბურგში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციების მეექვსე დღე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. სამართალდამცველებმა არასანქცირებულ აქციაზე 90-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთი ჟურნალისტია.
გამოცემა „ფონტანკას“ მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებების გასაპროტესტებლად ამჯერად 400-მდე ადამიანი გამოვიდა. სანქტ-პეტერბურგში დემონსტრაციები რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან ყოველდღიურად იმართება.
















კომენტარები