• რეკლამა
  • კონტაქტი
05:11, სამშაბათი, 28 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზელენსკიმ განაცხადი გააკეთა, ბურთი ევროკავშირის მხარესაა, პუტინმა იფიქრა, რომ გატეხდა ევროპულ ერთიანობას” – შარლ მიშელი

ალია ავტორი - ალია
17:00 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ევროკავშირის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპულ საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, განაცხადა:

 

“მასიური თავდასხმა უკრაინაზე და ეს გაუმართლებელი ომი მხოლოდ ერთი მიზეზით მოხდა, იმიტომ, რომ რუსეთმა ვერ აპატია უკრაინის მოქალაქეებს მაიდანი, როდესაც ისინი იბრძოდნენ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია. ამ თავდასხმით პუტინი თავს დაესხა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო წესრიგსა და ევროპას – ეს გეოპოლიტიკური ტერორიზმია.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, ჩვენ უნდა დავნერგოთ თავისუფლება და დემოკრატია, როგორც მართლწესრიგის საერთაშორისო ნორმა. ჩვენ ვიქნებით კოორდინირებულები გაეროსა და დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან და შევქმნით ომის საწინააღმდეგო კოალიციას. ჩვენ გვაქვს ერთი საერთაშორისო გზავნილი – რუსეთო შეაჩერე ომი, წადი სახლში, დავიწყოთ მოლაპარაკებაა.

ჩვენ ძალიან დიდ ზეწოლას ვახდენთ რუსეთზე და მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, თქვენ, ყველას – ბატონ პრეზიდენტ ზელენსკისა და რადას სპიკერს. ჩვენი მოვალეობაა, რომ ამ ისტორიულ მომენტში დავიჭიროთ სწორი პოზიცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, იმიტომ რომ რუსეთის ქმედების შედეგი იქნება დამანგრეველი. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მკაცრი სანქციებით ყველას წინააღმდეგ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ. ჩვენ ზომები უნდა მივიღოთ, რომ ვიმოქმედოთ და პასუხი ვაგებინოთ მათი საქციელისთვის. ჩვენ გამოვრთეთ რუსეთის წამყვანი ბანკები სვიფტის სისტემიდან და რუსეთის ეკონომიკურ სექტორს ვუყენებთ სანქციებს.

ბატონებო და ქალბატონებო ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს სანქციები ზიანს ჩვენც მოგვაყენებს, მაგრამ ჩვენ დავდგებით მყარად ჩვენი ფასეულობების დასაცავად, არ აქვს მნიშვნელობას როგორ ზარალს განვიცდით. კოლეგებო, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას ყველანაირად, ფინანსური რესურსებითაც. ჩვენი წევრი ქვეყნები მონდომებული არიან დაეხმარონ უკრაინელ ხალხს, ჩვენ დავეხმარებით ლტოლვილებს, ომის მსხვერპლებს, ვიქნებით სოლიდარული უკრაინელების მიმართ. ალბათ სოლიდარობა გამოხატულია იმ სამხედრო-თავდაცვითი საშუალებებითაც, რომლებსაც უკრაინას ვაწვდით. დღეს ჩვენ გვინდა, რომ გავააქტიუროთ სამშვიდობო და თავდაცვითი ძალები, რაც ამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის.

ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომელიც ოფიციალურად მივიღეთ, მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა მოითხოვა, ბურთი ევროკავშირის მხარესაა და ჩვენი ჯერია, რომ ვიმოქმედოთ გადაწყვეტილების მისაღებად. ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ლეგიტიმურ მოთხოვნაზე და ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

პუტინმა იფიქრა, რომ ის გატეხდა ევროპულ ერთიანობას და წააწყდებოდა ინერტულობას, სკეპტიციზმსა და სინელეს გადაწყვეტილებების მიღებისას, მაგრამ ის შეცდა. ფიქრობდა, რომ უკრაინას დაიპყრობდა ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ, მაგრამ ის შეცდა. ალბათ ფიქრობდა იმასაც, რომ ფატალურ დარტყმას მიაყენებდა ცნებებს – თავისუფლებასა და დემოკრატიას, მაგრამ ის ისევ შეცდა. როგორც თქვა დე გოლმა – ყოველი აგრესორი ფიქრობს, რომ მისი ქმედება მარტივად განხორციელდება, მაგრამ თუ ჩვენ აგრესიას წინ მყარად აღვუდგებით ჩვენ მას დავამარცხებთ. ეს პოზიცია აქვს ზელენსკისაც და ეს პოზიცია უნდა მივიღოთ ჩვენც და ვიმუშაოთ აგრესორის წინააღმდეგ და შევხედოთ პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც ერთიანობის, სიმტკიცისა და სიმამაცის სიმბოლოს.”

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომიშარლ მიშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved