ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„თანამედროვე ომი არ არის მხოლოდ ჯარისკაცები, ტანკები თვითმფრინავები და რაკეტები. მას აქვს სერიოზული ეკონომიკური, სოციალური, ლოგისტიკური, კიბერ, საინფორმაციო და თუ გნებავთ კულტურული, მსოფლმხედველობრივი განზომილება.
მსოფლმხედველობრივში იგულისხმება ორი სხვადასხვა, შეურიგებელი იდეის დაპირისპირება, რომელიც განსაკუთრებული უკომპრომისობით და სისასტიკით გამოირჩევა, რადგან რაციოს მიღმაა და დგას ფასეულობათა გარკვეული სისტემის რწმენაზე.
შესაბამისად, თუ მთელ სურათს შევხედვთ, დავინახავთ, რომ ის რაც დღეს ხდება უკრაინაში, უკვე მესამე მსოფლიო ომია და მასში პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მონაწილეობს“ – წერს ხუხაშვილი.














კომენტარები