ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე დღეს, პარლამენტში მომხდარ ინცინდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ საზოგადოება თავისი გადასახადებით პარლამენტში ეკონომიკურ უვიცობას, საერთაშორისო კრახს, კორუფციას და მასკარადს აფინანსებს.
„პარლამენტის სხდომას უყურებთ? და ზოგადად მთავრობას უყურებთ ?
გილოცავთ პარლამენტში იმ კლოუნებს და მთავრობაში დილეტანტებს თქვენ უხდით ხელფასს.
თქვენ, თითოეული თქვენგანი 4.5 მილიარდი ლარით აფინანსებთ ყოველწლიურად ამ ეკონომიკურ უვიცობას, საერთაშორისო კრახს, კორუფციას და მასკარადს პარლამენტში
დოლარის კურსზე გული რომ გისკდებათ, ფასებს ვეღარ უსწორებთ თვალს და ბოლოს მანქანაში ბაკი როდის გაავსეთ რომ არ გახსოვთ აი ამ ყველაფრის შემოქმედებს უხდით ხელფასს
მიდით ეხლა და ეს ცირკი, ყაველაშვილის დედის გინება აზიარეთ და იღლიცინეთ














კომენტარები