რუსეთი დაღუპული სამხედროების ოჯახებს 50 დოლარს ( 11 000 რუბლი) გადაუხდის,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიაზე დაყრდნობით მეტრონომი ავრცელებს.
„დღევანდელი კურსით, პუტინმა თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50 დოლარად შეაფასა. 50 დოლარი რუსი ოკუპანტის სიცოცხლის ფასია!“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც UNIAN წერს, 4 დღის განმავლობაში რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა დაღუპულთა და დაჭრილებში 5,3 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.
ცნობისთვის, ახტირკაში, რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას 70 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
ამასთან, CNN-ის ცნობით, კიევთან რუსული სამხედრო კოლონა 64 კმ სიგრძეზეა განლაგებული და ქალაქის ბლოკადისთვის ემზადება.














კომენტარები