უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ვბლოკავთ YouTube არხებს, რომლებიც დაკავშირებულია RT-თან და Sputnik-თან მთელ ევროპაში – ინფორმაციას GOOGLE-ის ევროპული ოფისი ავრცელებს.
მათი ცნობით, სანქციები დაუყონებლივ ამოქმედდება.
“უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ვბლოკავთ YouTube არხებს, რომლებიც დაკავშირებულია RT-თან და Sputnik-თან მთელ ევროპაში, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. დრო დასჭირდება ჩვენი სისტემების სრულად გაძლიერებას. ჩვენი გუნდები აგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს მთელი საათის განმავლობაში, რათა მიიღონ სწრაფი ზომები”,- ნათქვამია განცხადებაში.














კომენტარები