ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, რობერტ დე ნირო უკრაინაში ომს გამოეხმაურა.
“როდესაც უყურებ რა ხდება უკრაინაში, უნდა ადგე და თქვა: “შეუძლებელია, ეს არასწორია”. ყველაფერი ძალიან მარტივია. საუბარი დემოკრატიაზეც კი არ არის, არამედ უბრალოდ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა – არა”- თქვა მან.
“ზუსტად არ ვიცი, როგორ მუშაობენ და რამდენად “კბენენ” [რუსეთს]. მეშინია, რომ ომი გაგრძელდება და ხალხს მობეზრდება [უკრაინისთვის ყურადღების მიქცევა], უკრაინა კი იქნება დაპყრობილი, რაც არ უნდა მოხდეს. ალბათ უფრო მკაცრი პოზიციაა საჭირო. საშინელებაა, რომ ადამიანებს ბირთვული იარაღით ემუქრებიან. თუ საქმე ეხება მის გამოყენებას, საერთოდ აღარავინ დარჩება. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი სამყარო შეიძლება ასეთად იქცეს. რაღაც უნდა გავაკეთოთ… ამ აგრესიის შესაჩერებლად. დემოკრატია არის ერთადერთი გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ, რომ მსოფლიოს საღი აზრი შევუნარჩუნოთ”, – აღნიშნა დე ნირომ.














კომენტარები