• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაევალოს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიმართოს ევროკავშირს განაცხადით დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე – ხატია დეკანოიძე

ალია ავტორი - ალია
12:37 03-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ დღევანდელი სხდომა მიეძღვნას იმას, რომ დაევალოს საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პროცედურების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიმართოს განაცხადით ევროკავშირს დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის აგრესია და რეალურად ძალიან მძიმე თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც გადის უკრაინელი ხალხი, არის იმის მაგალითი, რომ საქართველოც ჩაბმულია, უკრაინასთან ერთად, ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ურყევი ნებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ყველაფერი პრაქტიკულად იდენტურია 2008 წლის მოვლენების.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთდება სამარცხვინო და მძიმე განცხადებები. დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ დღეს სხდომა არ ჩატარდეს იმ პროცედურული საკითხებით, რომელიც რეალურად არის ყოველდღიური საკითხები, არამედ ეს სხდომა მიეძღვნას იმას, რომ დაევალოს საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პროცედურების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიმართოს განაცხადით ევროკავშირს დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე, ისევე, როგორც ეს გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რადგან ეს არის ის მდგომარეობა, რაშიც ჩვენ ერთად ვიმყოფებით უკრაინელ ხალხთან.

გამონაკლისის წესით მივმართავ პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დღევანდელი სხდომა ზუსტად მიეძღვნას ამ საკითხს. საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის, ეს არის სასიცოცხლოდ გადამწყვეტი და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტმა, როგორც საქართველოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, დაავალოს საკანონმდებლო ორგანოს, სასწრაფოდ დაიწყოს პროცედურები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

1tv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved