• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსი ოლიგარქები კრემლის წინააღმდეგ – მიხაილ ფრიდმანი და ოლეგ დერიპასკა პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ალია ავტორი - ალია
12:12 03-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

რუსი ოლიგარქები, კერძოდ კი მილიარდერები: მიხაილ ფრიდმანი და ოლეგ დერიპასკა კრემლს განუდგნენ და პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ სიენენი ავრცელებს

https://edition.cnn.com/2022/02/28/business/oligarchs-russia-ukraine-fridman-deripaska/index.html

ფრიდმანმა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაშია დაბადებული, თავის თანამშრომლებს წერილი გაუგზვნა, სადაც წერს: ჩემი მშობლები უკრაინელები არიან და ისინი ჩემს უსაყვარლეს ქალაქ ლვოვში ცხოვრობენ, მეც ბევრი დრო მაქვს გატარებული ამ ულამაზეს ქალაქში. როგორც რუსეთის მოქალაქე, წლების განმავლობაში ვცხოვრობ აქ და არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის აქაურობა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს ომი ორივე მხარისთვის ტრაგედიაა” – წერს ფრიდმანი.

“ეს ყველაფერი, ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ და უდიდეს ზარალს მიაყენებს ორ ქვეყანას, ორი ქვეყნის ხალხს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ და მეგობრობენ ერთმანეთთან. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ვუერთდები მათ მოთხოვნას, ვინც ამ სისხლისღვრის შეწყვეტას ითხოვს” – წერს ფრიდმანი. წერილი პირველად  Financial Times – მა გამოაქვეყნა.

ფრიდმანი არის უმსხვილესი “ალფა გრუპის” თავმჯდომარე, კერძო კონგლომერატი, რომელიც ძირითადად რუსეთში მუშაობს. Bloomberg -ის ინდექსის მიხედვით, მისი ქონება 11, 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მილიარდელი ასევე არის ალფა ბანკის თავმჯდომარე, რომელიც სიდიდით მეოთხე ფინანსური კომპანიაა რუსეთში. გასულ კვირას ეს ბანკი სანქციების სიაში მოყვა.

ფრიდმანის მოწოდებას მშვიდობაზე მეორე რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა შეუერთდა. ის ცნობილია, როგორც ალუმინის ბიზნესის უმსხვილესი მოთამაშე.

“მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია! სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები! – ამის შესახებ დერიპასკა ტელეგრამში წერს. ის ასევე შეეხო ეკონომიკურ სიტუაციას რუსეთში და რუბლის კატასტროფულ ვარდნას, რის გამოც საფონდო ბირჟა ვერ გაიხსნა

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიო ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები უახლოეს სამ თვეში” – განაცხადა დერიპასკამ. მისი თქმით, ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება პროცენტების აწევის შესახებ და მათი ქმედება, აიძულონ კომპანიები, რომ გაყიდონ უცხოური ვალუტა, სახელმწიფო კაპიტალიზმია.
” აუცილებელია, რომ შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა და ბოლო მოეღოს ამ სახელმწიფო კაპიტალიზმს! – აღნიშნა მან.
დერიპასკამ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აქტივებისთვის ქაოტურ და უთანასწორო ბრძოლაში, უდიდესი ქონება მოიპოვა. ფორბსმა 2008 წელს მისი ქონება 28 მილიარდ დოლარად შეაფასა. ის, აშშ-ს სანქციების სიაში ჯერ კიდევ 2018 წელს მოხვდა როგორც ოლიგარქი.
წყარო: ipress.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved