ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა დადასტურა, რომ უკრაინაში მოკლულია ჩეჩნეთის ორი მცხოვრები და 6 დაჭრილია. კადიროვმა ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა.
კადიროვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უწოდებს „ტერორისტულ ფორმირებებს“ და „მაროდიორებს“ და უკრაინელებს მიმართავს, რომ ზელენსკიმ უკვე დიდი ხანია დაკარგა მსოფლიოსთან კავშირი და უკრაინას არ ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხზე გული შესტკივა. კადიროვი ისევ აცხადებს, რომ რუსეთის არმია თავს არ ესხმის უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან უკრაინაში დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი.














კომენტარები