მთავარი არხი უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ქვეითი ჯარი ხერსონში შევიდა და ქალაქში გადაადგილდება. არსებული ინფორმაციით, ქალაქში ჯარი აღმოსავლეთიდან შევიდა.
უკრაინული “უნიანი” ამბობს, რომ “ხერსონი მთლიანად ან თითქმის მთლიანად გარშემორტყმულია ოკუპანტებით”. მედიის ცნობით, რუსები გზაზე საგუშაგოებს აწყობენ.
ცოტა ხნის წინ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ოდესის ოლქშიც.














კომენტარები