• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინის ცბიერი სვლა და ზელენსკის პასუხი – “დროს ნუ დაკარგავთ, მსგავს ტაქტიკას არ მივიღებთ!”

ალია ავტორი - ალია
04:45 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვიდეომიმართვსას, ამბობს:

“რუსეთის ინიციატივით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა. ეს მოლაპარაკებები ჩვენი ქალაქების დაბომბვის ფონზე მიმდინარეობდა.

ასეთი ცბიერი მოქმედებებით რუსეთი გამოძრომას ცდილობს.

დროს ნუ დაკარგავთ, მსგავს ტაქტიკას არ მივიღებთ!

სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როცა ერთი მხარე მეორეს მოლაპარაკებებისას არ ბომბავს. ჯერჯერობით,

რუსეთმა გაახმოვანა თავისი პოზიციები, ომის დასასრულებლად გარკვეული სიგნალი მივიღეთ. როდესაც დელეგაცია კიევში ჩამოვა. განვიხილავთ, მოვისმენთ, გავაანალიზებთ და შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გადავიდეთ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე.

რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვი არტილერიით საშინლად დაბომბეს. ეს არის სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ათობით ვიდეო ამტკიცებს, რომ ეს არ არის შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული შეტევაა. რუსებმა იცოდნენ, რა მიმართულებითაც ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის საერთაშორისო ტრიბუნალი აუცილებლად შედგება. ეს არის ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა.

მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას. ეს 2022 წელია! ბოროტება აუცილებლად უნდა შევაჩეროთ.

სურვილი მაქვს, რომ განიხილონ, სრულიად დაიკეტოს ცა რუსული რაკეტებისთვის, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის. 5-დღიანი ომის განმავლობაში, რუსეთმა უკვე 56 სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინაზე. ასევე, 113 ფრთოსანი რაკეტა. აი, როგორია ძმური მეგობრობა!

მსოფლიომ იცის, როგორ უნდა ვიმოქმედოთ! ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრე. ქვეყანა, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულს სჩადის, შეუძლებელია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი იყოს. ასეთ სახელმწიფოებს უნდა დაუკეტო მსოფლიოში ყველა პორტალი და აეროპორტი. ასეთ ქვეყანას უფლება არ აქვს გამოიმუშაოს მილიონები ექსპორტითა და ენერგორესურსებით. რუსეთისგან საქონელის შეძენა მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მკვლელობისთვის ფულის გადახდას ნიშნავს.

მშვიდობისმოყვარე, ამაყო და ძლიერო ხარკოვო – შენ ასეთი იყავი და ყოველთვის ასეთი იქნები! გავუძლებთ ყველაფერს, გავუძლებთ ამასაც! დავიცავთ უკრაინას და დავეხმარებით ყველას, ვინც დაზარალდა არაადამიანური შემოჭრისაგან. ჩერნიგოვი, ოხტირკა, სუმი, გომელი, ვასილკივი, ხერსონი, მარიუპოლი, დონეცკი და ჩვენი სხვა ყველა ადგილი და ქალაქი მშვიდობიან და უსაფრთხო ცხოვრებას მალე ნახავს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ ადამიანების მისამართით, ვინც ამ ომში ოჯახის წევრები დაკარგეს. სამუდამო ხსენება დაღუპულებს! სამუდამო დიდება თითოეულს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავს!

მტრისთვის კიევი მნიშვნელოვანი სამიზნეა. უნდათ, ჩვენი სახელმწიფო გადატეხონ. ამის გამო, დედაქალაქი მუდმივი საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მათ არ ვაძლევთ დედაქალაქის აღების უფლებას, ამიტომ გვიგზავნიან ასობით დივერსანტს, თუმცა ჩვენ ყველას ვპოულობთ…

ჩამოვაყალიბეთ საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ქალაქში სულ პატრულირებს და ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებსა და საკვებს აწვდის. ასევე, იცავენ ქალაქის უსაფრთხოებას.

მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ. ამას 30 წელი ველოდებოდი. დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი უფლება, ვიყოთ ევროპელებთან ერთად, თანასწორუფლებიანები. ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე ბრიუსელშია. განაცხადი ოფიციალურად დარეგისტრირდა.

დრო დადგა! დიდება უკრაინას!”

თეგები: ვლადიმერ პუტინიზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved