გაეროში გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციას მიიღებენ. რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, პარასკევის რეზოლუციას ვეტო დაადო და ამის მიზეზად მისი მიკერძოებულობა დაასახელა.
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთი მაინც ვერ შეძლებს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რადგან უკრაინაში გაჩაღებულ ომში ის ერთადერთი პასუხისმგებელია.
სიტყვით გამოვიდა უკრაინის მუდმივი წარმომადგენელიც, რომელმაც განაცხადა, რომ კიევმა გაეროს საერთაშორისო და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.














კომენტარები